ესპანეთის ლიგის მეფედ აღიარებული შენგელია ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს - იმდენჯერ ეუხეშნენ, სანამ საბოლოოდ არ გამოიყვანეს მწყობრიდან

AutoSharing Option
ლიგა ენდესას საიტმა გამოაქვეყნა წერილი სათაურით "2018 წელს თორნიკე შენგელია მეფობდა". ის გასულ წელს საუკეთესო იყო ჩაგდებული ქულების მხრივ (645), მე-8 მოხსნებში (226), პირველი სარგებლიანობის კოეფიციენტით (791) და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ევროლიგაზე სტამბულში "ფენერბახჩესთან" მატჩის წინ "ბასკონიას" მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა eurohoops-ს განუცხადა, რომ შენგელია როგორც მინიმუმ სამი თვე იუქმებს (არადა, თავიდან ექიმებმა თქვეს, რომ ერთი თვე გაუცდებოდა) და ეს სეზონი მისთვის დასრულებულია.

პერასოვიჩმა დაიჩივლა, რომ 5 დღეში 3 მძიმე გასვლითი შეხვედრა უწევთ და გუნდის კაპიტნის გარეშე
გაუჭირდებათ თამაში.

თორნიკე თავისი გუნდის სული დ გულია, ჭეშმარიტი ლიდერია და მეტოქეები ხშირად ეუხეშებოდნენ. ჯერ იყო და ცხვირი დაუზიანდა და ნიღბით თამაშობდა, ახლა კი 3 თვით გამოიყვანეს მწყობრიდან.

შენგელიამ "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩისას მიიღო მარჯვენა მუხლის ტრავმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლიგის მეფე არა და ის
21
ეს რა ბედი გვაქვს ქართველებს,როგორც კი რომელიმე ჩვენიანი მაღალ დონეზე თამაშს დაიწყებს,მძიმე ტრავმაც იქვეა ჩასაფრებული.სწრაფ და საფუძვლიან გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს,თანაც ერთი პატარა პლიუსიც ვნახოთ ამ ტრავმაში,თორნიკე გულს მოიჯერებს თავის პატარასთან ყოფნით.
სოსო
11:56 04-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული