კვლავ გრიფინის გარეშე - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აპრილს NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა "დეტროიტ პისტონსმა", რომელმაც "ინდიანა" ამჯერად სახლში მიიღო და ამჯერადაც დამარცხდა (89:108).

მასპინძელთა ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია სათადარიგოთა შორის იყო და პარკეტზე გატარებულ 4:38 წუთში მხოლოდ 1 მოხსნა მოაგროვა.

ყველაზე შედეგიანი ანდრე დრამონდი იყო, რომელმაც 28 ქულას 3 პასი და 19 მოხსნა დაუმატა.

წინა მატჩის მსგავსად, კვლავ არ უთამაშია "პისტონსის" კიდევ ერთ ლიდერს, ბლეიკ გრიფინს.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 4 შეხვედრაა დარჩენილი. ზაზა ფაჩულიას გუნდს 39 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, მეცხრეადგილოსან "მაიამის"
კი - 38 გამარჯვება და 40 წაგება.

"დეტროიტი" შემდეგ შეხვედრას 6 აპრილს, ჩვენი დროით 04:00 საათზე "ოკლაჰომასთან" გამართავს.

დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ორლანდო-ნიუ იორკ ნიქსი 114:100
ვაშინგტონი-ჩიკაგო 114:115
ატლანტა-ფილადელფია 130:122
ბრუკლინი-ტორონტო 105:115
მაიამი-ბოსტონი 102:112
ნიუ ორლეანი-შარლოტი 109:115
დალასი-მინესოტა 108:110
დენვერი-სან ანტონიო 113:85
ფენიქსი-იუტა 97:118
პორტლენდი-მემფისი 116:89
ლოს ანჯელეს კლიპერსი-ჰიუსტონი 103:135

altზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ინდიანასთან" მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული