კალათბურთი

ლეგიონერები

"ინდიანამ" კვლავ მოიგო, ხოლო გოგა ბითაძეს სულ უფრო ცოტა ენდობიან

AutoSharing Option
14 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანამ" სტუმრად "ატლანტან" ანგარიშით 110:100 დაამარცხა.

სამწუხაროდ ქართველ ცენტრს ძალიან ცოტა დროს ისცეს თავის გამოსაჩენად - 20 წლის ახალგაზრდა პარკეტზე მხოლოდ 59 წამით შეუშვეს და ბუნებრივია ამ დროში ვერაფერი მოახერხა.

19 ქულა მალკოლმ ბროგდონმა ჩააგოდ, რომელმაც 12 პასი და 8 მოხსნაც მიითვალა. 18 ქულით დაეხმარა გუნდს თი ჯეი უორენი, ორმაგი დუბლით გამოირჩა ლიეტუველი დომანტას საბონისი - 12 ქულა, 14 მოხსნა.

მასპინძელთა რიგებში 23 ქულით ტრეი იანგმა მიითვალა.

"ინდიანას" 26 მატჩში 17 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის
სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიაზეა. მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის შინ 16 დეკემბერს, "შარლოტ ჰორნეტსთან" ჩვენი დროით 02:00 საათზე ჩაატარებს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

მაიამი-ლეიკერსი 110-113
ორლანდო-ჰიუსტონი 107-130
ფილადელფია-ნიუ ორლეანი 116-109
ჩიკაგო-შარლოტი 73-83
მემფისი-მილუოკი 114-127
იუტა-გოლდენ სტეიტი 114-106
მინესოტა-კლიპერსი 117-124
საკრამენტო-ნიუ იორკი 101-103