ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსი" "მილუოკი ბაქსს" ესტუმრა და 139:123 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ თავი 25 ქულით, 9 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ჯრუ ჰოლიდეიმ აქტივში 19 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
"პეისერსის" მხრიდან ენდრიუ ნემბჰარდმა გუნდს 24 ქულა, 1 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ტიჯეი მაკკონელმა თავი 19 ქულით, 3 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "ბაქსი" 50 მოგებითა და 20 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, "ტორონტო რეპტორსთან" ჩაატარებს.
"ინდიანა" 32 გამარჯვებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციას იკავებს, 19 მარტს კი "ფილადელფიას" შეხვდება.