"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" NBA-ის შიდასასეზონო ტურნირის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" NBA-ის შიდასასეზონო ტურნირის გამარჯვებულია, კალიფორნიელებმა ტურნირის ფინალში "ინდიანა პეისერსი" 123:109 დაამარცხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ანგელოზების" ცენტრი ენტონი დევისი გახდა, რომელმაც 41 ქულა, 20 მოხსნა, 5 პასი და 4 დაფარება შეასრულა.

ლებრონ ჯეიმსმა თავი 24 ქულით, 11 მოხსნით, 4 პასითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ოსტინ რივზმა 28 ქულა, 3 ასისტი და 2 მოხსნა დააგროვა.

ტურნირის MVP კი ლებრონ ჯეიმსი გახდა. NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ტურნირის ეგიდით გამართულ შვიდ მატჩში საშუალოდ 26.4 ქულას, 7.9 მოხსნასა და 7.6 შედეგიან პასს
აგროვებდა.

"ლეიკერსი" მორიგ მატჩს 13 დეკემბერს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ინდიანა პეისერსი" 12 დეკემბერს, "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული