კალათბურთი

ლეგიონერები

ბექა ბურჯანაძემ "ბარსელონას" 13 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატში ევროპული გრანდის, "ბარსელონას" წინააღმდეგ შედეგიანად ითამაშა. ქართველი ფორვარდის “გრან კანარიამ” “ბარსელონას” უმასპინძლა და 65:81 დამარცხდა.

კანარელთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ორმა კალათბურთელმა გადალახა: ბურჯანაძემ 13 ქულა ჩააგდო, ხავიერ ბეირანმა – 11. ბექას სრული მონაგარი ასეთი იყო: 22 წუთი, 13 ქულა (3-დან 3 სამქულიანი, 2/1 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი. მატჩის ბომბარდირი 16 ქულით ბარსელონელი კორი ჰიგინსი გახდა.

“გრან კანარიას” 19 ტურის შემდეგ 9 მოგება აქვს და მე-11 პოზიციაზეა.



მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ