ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" ქალაქ ლუგოში "რიო ბრეოგანს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 80:83 დამარცხდა. ეს გახლდათ უშუალო კონკურენტების ჯახი, რომლებიც ცხრილის ქვედა ნაწილში, გვერდიგვერდ იმყოფებიან და მათთვის თითოეულ გამარჯვებას დიდი ფასი აქვს.
ბურჯანაძის გუნდი მასპინძლებს ბოლომდე ებრძოლა. დასკვნითი პერიოდის წინ 3 ქულით იგებდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 3 ქულით დათმო. სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს "ბრეოგანის" კონგოელ ცენტრ ჯორდან სახოს, რომელმაც თამაშიდან რვავე სროლა ჩააგდო, საბოლოოდ კი 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
რაც შეეხება ქართველ ფორვარდს, ბექა
ბურჯანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18:30 წუთი გაატარა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგო 1 სამიანი კი აუცდა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 6 ქულა, გუნდში უმეტესი (ჰუსკიჩთან ერთად) 8 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. სარგებლიანობის ინდექსით ბურჯანაძეს თანაგუნდელთაგან მხოლოდ ტრეი ტომპკინსმა აჯობა, რომელმაც 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
4 მოგებითა და 12 მარცხით "კორუნა" 18-გუნდიან ლიგაში ბოლო ადგილებს "გრანადასთან" იყოფს. შემდეგ მატჩს ბურჯანძის გუნდი 18 იანვარს, შინ, "მურსიასთან" გამართავს.
GBF.GE