ევროლიგის 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 71:56 დაამარცხა "ცრვენა ზვეზდა".
შენგელიამ 29:31 წუთში 18 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21 იყო.
თორნიკე მატჩის ბომბარდირი, ხოლო MVP 23-იანი კოეფიციენტით მისი თანაგუნდელი შევონ შიდლსი გახდა.
"ბასკონია" 10 მოგებით მე-13 ადგილზეა და 4 მარტს სტუმრად "ბაიერნს" შეხვდება.