Euroleague: შენგელიას ნაკლი თითქმის არ აქვს, ის MVP-ის მუდმივი კანდიდატი იქნება

AutoSharing Option
ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიას სპეციალური სტატია მიუძღვნა.

Sportall.ge აღნიშნული ტექსტის თარგმანს გთავაზობთ.

"ბასკონიას" კაპიტანი თოკო შენგელია თანამედროვე მძიმე ფორვარდის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. წლების განმავლობაში შენგელიამ საკუთარ თამაშს უფრო და უფრო მეტი ღირსება შემატა და გახდა ყოველმხრივი მოთამაშე, რომელსაც ნაკლი თითქმის არ გააჩნია.

ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება, რაც ქართველს აქვს, ეს ბურთის ხელით ტარებაა. ბრწყინვალე ტექნიკით ის მოედანს მცველივით გადაკვეთს და ხშირად ჩატენვით ასრულებს შეტევას ან 3-ქულიანი სროლის შანსს ქმნის. შენგელია სხვა ყველა მძიმე ფორვარდზე უფრო
სწრაფი და გამძლეა, ამ ძლიერ მხარეებს კი სრულად იყენებს და პარკეტს მთელი სისწრაფით, რაც შეიძლება ხშირად გადაკვეთს, რათა ადვილად მოათავსოს ბურთი კალათში.

შენგელიას უბრალოდ მობილურ ფორვარდად შეფასება ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის დაკნინება იქნება. ქართველს ბრწყინვალე მოძრაობები აქვს და კარგი მხტომელია.

შენგელიამ 3-ქულიანების სროლის მხრივაც გამოასწორა სიტუაცია და წლევანდელ სეზონში, წინა წელთან შედარებით, 1/3-ით მეტს ისვრის. თუმცა მოედანზე სირბილი, როგორც ამას თოკო აკეთებს, მას უდიდეს უპირატესობას აძლევს, ქართველს ბურთი მეტოქის ფარისკენ მიაქვს და მძლავრო მოძრაობით, დიდი სიჩქარითა და შესაშური კოორდინაციით ათავსებს ბურთს კალათში.

როგორც ყველა კარგი მაღალი მოთამაშე, შენგელიაც ხშირად აკეთებს პაუზებს, რათა მაღლა ამხტარი მცველი მის მიერ კალათისკენ გაშვებული ბურთისთვის საფრთხე არ იყოს. ქართველს არასდროს ეშინია, შეუტიოს ფარს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის წინ ბევრი მოთამაშეა და ეს მის პიროვნებას კარგად ახასიათებს.

შენგელიას პროგრესი და "ბასკონიას" თამაშზე გავლენის მაჩვენებელი მისი 2019-20 წლების ევროლიგის სტატისტიკიდანაც ჩანს. თოკომ საშუალო ქულათა მაჩვენებელი 11,4-დან 15,9-მდე ასწია. მიუხედავად იმისა, რომ ორქულიანების სროლის მაჩვენებლით ის ლიგაში მესამე მოთამაშეა (საშუალო 8,3 სროლა) და კარიერაში ყველაზე ხშირად ისვრის 3-ქულიანებს (საშუალოდ 3,1 მატჩში), შენგელიას მაინც საკმაოდ მაღალი პროცენტობა აქვს (58,6% ორქულიანებში და 39,1% სამქულიანებში).

მას ბურთი უფრო ხშირად უჭირავს, რისი მიზეზიც კიდევ ერთი კომპონენტის - პასების გაუმჯობესებაა. საშუალოდ 1,6 გადაცემიდან თორნიკემ აღნიშნული მაჩვენებელი 2,9-მდე ასწია. ამის პარალელურად, შენგელია კვლავ კარგი მომხსნელია (5,6 საშუალოდ, ლიგაში მე-11).

რა არის შემდეგი ეტაპი თორნიკე შენგელიასათვის? ეს საჯარიმო ტყორცნების კომპონენტის გაუმჯობესებაა. კარიერაში საშუალოდ 70,6%-ით ისვრის. წელს ეს მაჩვენებელი 76,9%-მდე ასწია, თუმცა საკმარისი არ არის.

ქართველი კალათბურთელი 2017-18 წლებში ევროლიგის პირველ ხუთეულში მოხვდა, თუმცა 28 წლის შენგელია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროლიგის MVP-ის მუდმივ კანდიდატად დარჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული