მოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული სპორტული გამოცემა წერს, რომ მოსკოვის ცსკა "ბასკონიას" ქართველი ფორვარდით, თორნიკე შენგელიათი არის დაინტერესებული და არმიელებმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის თაობაზე მოლაპარაკებები ბასკურ კლუბთან დაიწყეს.

ამის პარალელურად, რუსეთში საუბარი შენგელიას შესახებ დაიწყეს და ცხადია, ხაზი მის ეროვნებას გაესვა. ქართველის შესახებ კომენტარი ცნობილმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ გააკეთა.

"თორნიკეს მამა თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. 2011 წლის ევრობასკეტის დროს ლიეტუვაში გამოველაპარაკეთ კიდეც ერთმანეთს. ვერ ვიგრძენი, რომ მათ ოჯახს რუსეთის მიმართ რაიმე სახის ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

თორნიკე არც ისე ცუდად საუბრობს
რუსულ ენაზე, მოსკოვში ჩამოსვლისას მასთან რამდენჯერმე ვისაუბრე. ჩემი აზრით, ის დადებითი, კეთილგანწყობილი და ხალისიანი ადამიანია. არასდროს მსმენია, რომ შენგელიას რუსეთზე რაიმე ცუდი ეთქვას." - დაწერა გომელსკიმ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
გადავა თუ არ გადავა მისი საქმეა და რაც არ უნდა გადაწყვიტოს,ყველამ პატივი უნდა სცეთ. პროდასავლურობას რო აწვებით,მაშინ ადამიანზე ზეწოლას რატო ახდენთ და მისი არჩევანის შეცვლას რატო ცდილობთ. ჩემი აზრით,თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო და გადავიდა,მაშინ მისი გამოძახება ნაკრებში არ მესიამოვნება და მომხრე ვიქნები თუ არ გამოიძახებენ. არ დაიწყოთ,სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა,რადგან ერთი და იგივე თემაა. სამწუხაროდ,მსოფლიოში პოლიტიკა მოქმედებს ყველაფერზე. ჩემი ქვეყნის ნაკრებში არ მესიამოვნება იმ კალათბურთელის ხილვა,რომელიც რუსეთის სახელის განდიდებას შეეცდება. არ დამიწყოთ ეხლა,რომ კერძო კლუბია ცსკ,რადგან ეგრე არაა და მასე გაზპრომიც კერძოდ ჩანს ფურცელზე,მაგრამ 2006 წელს კი გაყინა თბილისი. ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია იქ წავიდეს სადაც უნდა,მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს უფლება აქვს მისი სახელით გამოსვლა აუკრძალოს რუსეთის არმიის კლუბის წევრს. საქართველოს სახელმწიფოს მტერი არის რუსეთი და არა მარტო მისი მთავრობა(მთავრობას ირჩევს ხალხი). კერძო სუბიექტი რო იყოს ეროვნული ნაკრები და არ ფინანსდებოდეს საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეების გადახდილი გადასახადებიდან,მაშინ ითამაშოს. ეს ჩემი აზრია და რუსეთუმეებმა,ქვეყნის მოღალატა ყორღანაშვილებმა თავისი აზრები შეინახონ გულის ჯიბეში,რადგან არ მაინტერესებს მათი აზრი. კორონასი არ იყოს,სანამ პირადად არ შეგეხებათ ოკუპაცია,მანამ ვერ იგრძნობთ საფრთხეს და პასუხისმგებლობას.
ზედა მეზობელი
16 ივნისი 2020 11:13
4
რუსეთიდან გამოგზავნილი დოლარებიც არ გვინდა არც ტურისტები და არც ღვინის გატანა და არც პასპორტი დდ დაიშალა მიტინგი მეორე დღეს ამის მთქმელი მიდის რუსული პასპორტით იღებს ბილეთს და მიფრინავს მოსკოვში.რუსეთში თამაშობენ რაგბისტები ფეხბურთელები თამაშობდენ კალათბურთელები სანიკიძე და მარკოიშვილი წყალბურთელი ჩომახიძე იქ შრომობს ნახევარ მილიონამდე ქართველი .ვინც ამ ხალხს აკრიტიკებთ თვითონ რას წარმოადგენთ ან რითი ჯობიხართ ვინმეს.არც არაფლით
zaza
15 ივნისი 2020 15:16
13
არ უნდა წავიდეეს!
rezi
15 ივნისი 2020 12:34
4
არ წავა შანსი არაა
master
15 ივნისი 2020 12:02
1
რომელმა არმიამაც შენი სამშობლო დააქუცმაცეთ, იმ არმიის გერბი რომ გულზე გეხატება და ითამაშებ, როგორი ამბავია?
გიორგი
15 ივნისი 2020 08:47
4
კარგ ფულს გამოიმუშავებს რავ ალბათ ერთი ორი წელი მაინც გაგრძელდება თუ შეძლო და შეინარჩუნა ის დინამიკა და ზრდა კიდე შეიძლება ნბა თუმცა ალბათ როცა ამ ეტაპზე არგამოუჩნდა მსურველი ოკიანის გაღმიდან მიტომაც წავა ფულის საშოვნელად გავკარი ამერიკელებს
კახა
15 ივნისი 2020 01:11
27
ერთი რამ ვერ გამიგია, ნუთუ ძნელია თოკოსთან დაკავშირება. რისი მაქნისები ხართ ჟურნალისტები, აუცილებლად ნერვები უნდა გვაწყვიტოთ? გაარკვიეთ რა ხდება, თოკოს თუ ვერ უკავშირდებით მამამისს მაინც ჰკითხეთ თქვე უბადრუკებო.
თუ კი ეს სიმართლეა და მართლა აპირებს გადასვლას, პირადად ჩემთვის დაკარგულია და გაგონებაც აღარ მინდა მისი სახელის. ოჯახს რომ აგიოხრებს კაცი იმასთან საქეიფოდ უნდა წახვიდე?
emigranti
15 ივნისი 2020 01:07
8
მართლაც რომ კეკე ხარ,რა უნდა მოგკითხო...
emigranti
15 ივნისი 2020 12:53
2
ნეტა ტ*რაკს არ ათამაშებდე უშნოდ რა.სადაც მისთვის უკეთესი იქნება იქ გადავა.არა ახლა შენ დაგეკითხება.ეს კლავიატურასთან მიმჯდარი ურა პატრიოტები რა ძალიან იგლეჯავენ ბეწვებს.
კეკე
15 ივნისი 2020 02:37
32
ითამაშებს როლს ეს ვარიანტი. სპორტულ თვალსაზრისს ყოველთვის მოყვება ეროვნული მოტივი. როგორ მორაგბეები არასოდეს დაუთმობენ რუსეთს, ისე შენგელია არ გადავა რუსეთში, თუნდაც კაპიტნის სტატუსის გამო
: )))))))
14 ივნისი 2020 23:13
5
გადასულია ფაქტიურად. თან პოლკოვნიკის წოდებასაც მისცემენ ცსკაში.
ვლადიმერ ილიას ძე ლენინი
14 ივნისი 2020 22:12
23
რუსეთის არმიის კლუბში რატომ უნდა გადავიდეს. ნამეტანი იქნება. ასეთი ვარსკვლავი მოთამაშე სადაც უნდა იქ ითამაშებს ევროპაში და ამერიკაც შეუძლია. რას გადაეკიდა ოკუპანტი ქვეყნის ჯარის გუნდს.
გენა
14 ივნისი 2020 21:37
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული