თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ლიგა ენდესას ფინალში "ბარსელონას" 69:67 სძლია და ჩემპიონი გახდა, ამ მატჩის წინ კი ვიტორიული გუნდის მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა თქვა, რომ ბევრი რამ მძიმე ფორვარდების - შენგელიასა და ნიკოლა მიროტიჩის დუელზე იქნებოდა დამოკიდებული და გაიგებდნენ, რომელია უკეთესი კალათბურთელი. გაიგეს კიდეც.
ახლახან ესპანეთის ჩემპიონატის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარებულმა მიროტიჩმა as-ის აზრით, სეზონის ყველაზე საშინელი მატჩი ჩაატარა.
"მარკა" აღნიშნავს, რომ მიროტიჩი მთელი სეზონი ჩემპიონატის მთავარი გმირი იყო, ოღონდ უკანასკნელი შეხვედრის გამოკლებით, რომელშიც უმწეოდ გამოიყურებოდა.
საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე თორნიკემ პარკეტი დაატოვებინა და "ბარსა" და მიროტიჩი ტიტულის გარეშე დატოვა.
მიროტიჩის სარგებლიანობის კოეფიციენტი "ბასკონიასთან" მატჩში მინუს ერთი იყო.
მაგრამ რუსული ცეესკა არა რა, თან რუსული არმიის სპორტული კლუბი, მაგ გუნდს წარმატებას ნამდვილად ვერ ვუსურვებ!