"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" აქ უკვე ნათქვამიაქ ყველაფერი
dmx
09 ივლისი 2020 12:53
9
ჩემო თოკო გაიხარე, იდღეგრძელე, 100 ქულა ჩაგეგდოს და თამაში არ მოგეგოს!!! ვუსრუვებ ბარსას, რეალს ან კიდევ სხვას, რომ ცსკა-სთვის (მათ შორის შენთვისაც თოკოოო!!!) დაეხიოს თავზე ბურთი და ემბლემაც ზედ მიეყოლებინოთ!!!
პაატა
09 ივლისი 2020 13:18
17
ჩვეულებრივი ყორღანაშვილი ხარ შენგელია!
სანდრინიო
09 ივლისი 2020 12:49
19
ნაკრებში ისედაც არ ჩამოდიოდა, აქამდე ბასკებს ეხმარებოდა და ეგ იყო სასიამოვნო, ცსკა-ს სახელით რას იზამს სულ არ მაინტერესებს.
ის კი არ თუ ჩაფლავდა უფრო კარგია, რომ დარწმუნდეს რამხელა შეეშალა.
ზურა
09 ივლისი 2020 12:51
10
2000 ლარიანი ხელფასი რომ გაგეჩითოთ, ვინც აკრიტიკებთ წახვალთო რომ ამბობ, კი ბატონო წავალთ, მაგრამ ჩვენ არც სახელი გვაქვს და არც საქართველოს სიმბოლო ვართ და თუ წავალთ ამას ვერც ვერავინ გაიგებს და არც რომელიმე ქართველს ეტკინება გული ჩვენი გადაწყვეტილებით, პირიქით რუსეთში ნაშოვნ ფულს ისევ ჩვენს ქვეყანაში გავუგზავნით ოჯახს და ქართულ ვალუტას გავამყარებთ. აი თორნიკემ ეტყობა ვერ გაითავისა ვინაა ის საქართველოსთვის ან გაითავისა და ფეხებზე დაიგვიკიდა ყველა, ხოდა აწი ჩვენც ფეხებზე გვკიდია, მოვა ევრობასკეტი და ნახავს რომ ტრიბუნები მას დაუსტვენს, წავიდეს საერთოდ ნაკრებიდან, ისემც უქნია რუსეთის მოქალაქეობა მიუღია.
sm-ს
09 ივლისი 2020 13:31
6
დარწმუნებული ვარ რო აი აქ ვინც აკომენტარებთ 2000 ლარიანი ხელფასი რო გაგეჩითოთ სადმე კრასნადარში ან წიუმენში ოჯახებს დატოვებთ და შეილება უკან არც დაბრუნდეთ ))))))) და თოკო მოღალატეაო ))) ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენ კარიერაში და ცხოვრებაში საქართველოში იქნება რუსეთში თუ სომალიში ;)
sm
09 ივლისი 2020 13:20
27
ყველა გამოხმაურება
სამარცხვინო ამბავია. ეს ფაქტს ვერ შეცვლის, მაგრამ უნდა იცოდეს.
ვვვ
09 ივლისი 2020 12:49
14
ყოჩაღ, ჯიგარი ხარ. უკვე შეგიძლია ემთხვიო რუსულ დროშას!!!!!
ბარსა
09 ივლისი 2020 12:57
12
რამდენს სიკვდილის ფასად ვერ დაადგმევინეს ფეხი დროშაზე, მაგალითად ანწუხელიძეს, ზოგი კი ბედნიერია რუსული დროშიანი მაისურის ჩაცმით. ჩვენისთანა ბედნიერი არის განა სადმე ერი ...
იოანე
09 ივლისი 2020 13:20
17
ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებაა! ბოლომდე არ მეჯერა და ესპანეთის ფინალში გიჟივით ვგულშემატკივრობდი, მაგრამ დღეს დამთავრდა ყველაფერი. აი, ხიმკიში ან რამე სხვა, არაარმიულ, კლუბში რომ გადასულიყო, კიდევ შეიძლება რაღაც დადებითი ემოცია შემენარჩუნებინა, მაგრამ ცსკა უკვე ძალიან ზედმეტია!
...ფულის/დიდი ფულის გულისთვის შეიძლება სხვამაც მიიღოს არაპატრიოტული და სამარცხვინო გადაწყვეტილება, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, უბრალოდ ასეთ გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, მერე ნუ გიკვირს და გწყინს, რომ პატივს აღარ გცემენ!
მიშა
09 ივლისი 2020 12:58
14
კი არ გადავიდა ცსკა-ში, მიეყიდა რუსული ჯარის გუნდს.
ყველაფერს თავისის ახელი უნდა ერქვას.
გიორგი
09 ივლისი 2020 12:56
12
მისი წარმატება უკვე ავტომატურად რუსების წარმატებას ნიშნავს, შესაბამისად წარმოუდგენლად მიმაჩნია მის გულშემატკივრად დარჩეს ქართველი ადამიანი!!!

ფულის გამო არ უნდა გაყიდოს ადამიანმა ყველაფერი რაც ძვირფასია !!!
ტაო
09 ივლისი 2020 12:39
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული