"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლითო, საზღვრებს რომ სწევენ ყოველდღე მაგითაც ბედნიერი იქნები, ხალხს რომ იტაცებენ ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევისთვის მაგითაც ბედნიერი იქნები გეტყობა, ანწუხელიძის წამების კადრებს რომ უყურებ მაგითაც ბედნიერი იქნები რუსული არმიის ძლევამოსილებით. ამდენ ბედნიერებას ამდენი ხანი როგორ ნიღბავდი რომ ვერავინ ვერ შეგამჩნია და ყველას კაცი ეგონე...
qartveli
09 ივლისი 2020 14:49
17
მალადეც, ШЕНГЕЛИН. როდინა მატ ნე ზაბუდეტ ტვოი პოდვიგ!!!))))))
ზაქრო
09 ივლისი 2020 13:04
9
არ გამომიტოვებია თამაშები, სანამ საქართველოს ნაკრებში ეს ითამაშებს მე დარბაზში მიმსველი არ ვარ !!! ვიცი ამით ბევრს არ დაკარგავს კალათბურთი ერთი უბრალოდ კაცის მისვლით მაგრამ შენ არ გაქ სიამაყე და პატივისცემა საკუთარი თავის? მე მაქვს ))
ნიკა
09 ივლისი 2020 16:15
24
გინდა ჯორდანივით თამაშობდე, სამარცხვინო კაცი ხარ თორნიკე შენგელია. შენც და მამაშენიც. როგორ ამართლებდა შენ გადასვლას. მაგის გაზრდილი რა იქნები?!
გიორგი
09 ივლისი 2020 18:42
30
ნიკა-ს მოსაზრებას მთლიანად ვიზიარებ. ბოდიშს ვუხდი დანარჩენ ბიჭებს, მაგრამ სადაც ეს ითამაშებს, მე იქ ნაღდად ვერ მივალ და ვერ ვუგულშემატკივრებ გუნდს!
მირიანი
09 ივლისი 2020 17:29
25
ამ ნაბიჯით შენგელიამ გაიკეთა თავისი პირადი საქმე, მაგრამ შეურაცხყო ქართველი ქომაგები, ამიტომ ფანების სახელით მოვითხოვთ:
1. ნებაყოფლობით გადადგეს ნაკრების კაპიტნობიდან (თუკი შერჩა ღირსება და თავმდაბლობა) და ნაკრებში მაღალი დონის, რეგულარული თამაშით გამოისყიდოს "დანაშაული" - ამ შემთხვევაში მზად ვართ მივიღოთ მისი ეს გადაწყვეტილება, ხოლო თუკი კუდაბზიკობას დაიწყებს და იტყვის, არაფერი მჭირს ასახსნელიო და არც კაპიტნობაზე იტყვის უარს, მაშინ უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან - წინააღმდეგ შემთხვევაში, კალათბურთის ფედერაციასა და მას პირადად ნაკრების ფანები მოვუწყობთ ობსტრუქციას!
fani
09 ივლისი 2020 18:17
26
მარტო ცსკა კი არ დაინტერესდა, ცსკამ შესთავაზა ყველაზე მეტი
papa
09 ივლისი 2020 20:10
4
რახან შენ იტყვი!
მანჩო
09 ივლისი 2020 21:03
14
არ უნდა გამოიძახოს ზუროსმა, საერთოდ არ უნდა გააკაროს ნაკრებს! კაპიტნობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იქნება უბრალოდ ცნობადი წარმოშობით ქართველი როგორიც სოსო პავლიაშვილი ან ქეთა თოპურიაა. ისე, მე ამათ სუყველას მკვდარი გია სურამელაშვილი მირჩევნია, ეს უფრო პატრიოტია, ბლიად ბუდუ))))
ონისე
09 ივლისი 2020 16:33
34
სოსო პავლიაშვილიც, ქეთა თოფურიაც და სხვა ბევრიც, ვინც რუსეთში ცხოვრობენ, მილიონერები არიან და ცხოვრობენ განცხრომით, თქვენ და თქვენისთანებმა კი შეჰყურეთ მშიერი კუჭებით ამერიკას ხელებში, იქნებ ორი ლუკმა გადმოგიგდოთ ასეთი ერთგულებისთვის, მთლად კუჭი რომ არ გაგიხმეთ შიმშილით
-----
09 ივლისი 2020 16:51
40
შენ ახლა რა ჭკუა მოგეკითხება ცოცხალ ადამიანს რო მკვდრად გამოაცხადებ და კიდევ იმათ ვინც მაგ ბოდვას აკლასებს
ირაკლი
09 ივლისი 2020 16:56
22
ჩემთვის დამთავრდა ეგ ბატონი როგორც ქართველი და როგორც სპორტსმენი. სამწუხაროა რომ კიკუები გვყავს ბლომად ქართველებს. ნებით თუ უნებლიეთ იარაღი გახდი მტრის ხელში და ამას უნდა ხვდებოდე ამ ასაკში. მაგრამ არაუშავს არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. ისე რუსული პროპაგანდის ნაწილი გახდი, მალე უფრო მაგრად გამოგიყენებენ რუსები და უნდა გიტყდებოდეს ოდნავ მაინც სადღაც
არავის თავს არ ვახვევ, მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრია
09 ივლისი 2020 16:13
25
იმედი მაქვს ქინა კომენტარი გამოქვეყნდება ბატონო ხვიჩა და ისე არ იქნება როგორც თქვენს სტატიებზე ხშირად ხდება ხოლმე როდესაც შლით ან არ ავქყნებთ !!
თან იმას დავამატებ წინა კომენტარს , რომ ქართველ გულშემატკივარს არა მარტო თავისი ცსკაში გადასვლით მიაყენა შეურაცხყოფა არამედ რუსების თვალში ისე გამოვიდა რომ მათი ფულის გამო სულ ფეხებზე დაიკიდა ქართველი გულშემატკივარი !!!
mikhael
09 ივლისი 2020 15:25
24
ქართველი კაცი, რომ რუსეთის არმიის კლუბში გადახვალ და იტყვი აქ ბედნიერი ვარო, საერთოდ რაზეა საუბარი. მისნაირი კალათბურთელისგან ძალიან საწყენია
gio
09 ივლისი 2020 15:46
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული