საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.
"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.
ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.
ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.
მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით
1. 2016 წელი იყო არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, როცა ინგუშმა ხალმურზაევმა ოლომპიური ოქროს ფინალი მოიგო, ტრიბუნებიკენ გაემართა მილოცვების მისაღებად...
იქ სამი-ოთხი რუსიც იდგა რუსული დროშებით ხელში... მათ რუსული დროშა გაუწოდეს ხალმურზაევს ასაფრიალებლად მაგრამ მან არა თუ არ დაიჭირა არამედრუსულ დროშას ზედაც არ შეხედა ❤
2. ესაც 2016 წელს მოხდა - "Only Russian flag is missing" - სიცილით თქვეს კომენტატორებმა, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჯგუფური სურათის გადაღების დროს... საქართველოს, აზერბაიჯნისა და პოლონეთის ნაკრებებმა საკუთარი დროშები დაიკავეს ხელში, რუსეთის ნაკრები კი უდროშოდ იდგა
პ.ს. ან ვის უნდა გამოეტანა და დაეჭირა რუსეთის დროშა, როცა რუსეთის ნაკრებში ჩეჩნები, ინგუშები ,ოსები და დაღესტნელები იყვნენ...
დამეთანხმებით, რომ სიმბოლოებს ძალიან დიდი ძალა აქვს და იმ არმიის გუნდს არ უნდა გაეკარო, მით უმეტეს როცა კაპიტანი ხარ, ვინც თავზე ბომბებს გაყრიდა ცოტა ხნის წინ...
და ნუ გვეტყვით, ჩემო კეთილო მეგობრებო, რომ შენგელიას საქციელი კარგია... თქვენც ხომ იცი, რომ არაა ეს ღირსეული საქციელი
და მათი მსგავსი დედამოკლულების დოსტიც გახდე ა!