შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
ქართულ სულზე რომ საუბრობს, საინტერესოა პრესკონფერენციაზე კითხვა, რომ დაუსვან რუსეთი ოკუპანტი არის თუ არა რას უპასუხებს?!
?!
10 ივლისი 2020 13:08
3
კალათბურთის ფედერაციამ უკვე გამოხატა გმირული პოზიცია. ეს კი სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია უკრაინელი რაკიტსკის ზენიტში (თუნდაც) გადასვლისას. ჩვენ რა გვჭირს!!!!!!!
While there has been no official comment from the Ukrainian Football Association, few believe this is a coincidence. “Whatever happens, you have to respect your people and your country,” former Ukraine national team player Artem Fedetskiy said of Rakitskiy’s predicament. “I think it will be very complicated for (national team trainer) Andriy Shevchenko to select him now.”
აგერ კიდე რას ამბობს მეორე უკრაინელი :(:(:(
“Would you join Zenit Saint Petersburg if they offered you EUR 5 million a year?” Ukrainian footballer Roman Yaremchuk didn’t hedge or hesitate when asked this question in a late 2019 interview. “No,” he answered. “It’s a great question, but in today’s situation, I wouldn’t go. One hundred percent. I have everything I need in life and that is enough for me.”
რა უნდა მიიღო იმაზე მეტი რუსულ ჯარში, რასაც ქართველი გულშემატკივარი გაძლევდა პატივისცემის და სიყვარულის სახით...სირცხვილი....რომლის ფასსაც მომავალში მიხვდები...
იმედგაცრუებული
10 ივლისი 2020 13:00
1
თოკოს ადგილზე საერთოდ უარს ვიტყოდი გარკვეული პერიოდი ნაკრებში თამაშზე!!! კლავიატურაზე კაკუნში ძლიერები ვართ და ნახევარი საქართველო რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით რომ ცხოვრობს მაგაზე თვალებს რატო ხუჭავენ?
Musenbezi
10 ივლისი 2020 12:44
8
საქართველოში მალე სექსიც პოლიტიზირებული იქნება არათუ სპორტი , ეს არის ქვეყნის უბედურება
მათე
10 ივლისი 2020 12:27
16
ბოდიში გენაცვალე და ეროვნება არ არის სისხლი და გენეტიკა, ერის წევრი მაშინ ხარ როცა ერის ისტორიას, ფასეულობებს, სატკივარს, მისწრაფებას და სიხარულს იზიარებ, შენ შენ სულს ქართულს დაუძახებ თუ ფლამანდიურს რეალობას კიდია ფეხებზე, რეალობა არის ის რომ ერის წევრი აღარ ხარ.
სრულიად ხალხი
10 ივლისი 2020 12:23
3
კაცი, რომელიც მოაკლდა ქომაგს...
შიშველი სიმართლე
10 ივლისი 2020 12:19
3
ამდენ ღვარძლს და ბოღმას როგორ ატარებთ?! მოქალაქეობაზე თქვა უარი თქვენი პრეზიდენტივით? ისე, კი ვართ ღირსნი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს! უარს არავინ ეტყვის! პროვინციური იდიოტიზმი!
დო მაჟორი
10 ივლისი 2020 12:16
12
90 პროცენტ შენ გულშემატკივარს რო გული დაგვწყვიტე ეგ არაფერი, მოვინელებთ როგორმე. უბრალოდ რომ იძახი ქართულის სულის მატარებელი ვარო, მიდი აბა თუნდაც პირად ინსტაგრამის გვერდზე დაწერე რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ რუსეთი კლავს, რომ პუტინი კლავს! მიდი და იმაზე მეტი გულშემატკივარი გაგიჩნდება ვიდრე გყავდა. ვერა? რატო? შენ ახალ პატრონ შოიგუს არ ესიამოვნება?
თორნიკეს
10 ივლისი 2020 12:09
2
სამართლებელი თავი ნამდვილად არ გაქვს ჩემო თოკო,უბრალოდ ნაკრებში აგარ უნდა გამოგიძახონ.
ჰაა
10 ივლისი 2020 11:35
2
კლავიატურის ლომები რომელიც თავი დიდ პატრიოტებად მოაქვთ თორნიკეს ხელფასი რომ მისცე პუტინს დაუდგებიან პირად მექისედ... გეყოთ ეს მარაზმი....
912
10 ივლისი 2020 11:24
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული