შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
მიდი თორნიკე, შენ იცი, შენი გზა გაქვს გასავლელი ცხოვრებაში. სააკაშვლი თუ პიტინს ოთხჯერ შეხვდა მოსკოვში, საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსებს ტითო ლარად მიჰყიდა, თანაც ომობდა რუსეთთან და ჩვენ ბიჭებს ხოცავდა ომში, შენ თუ იქ კალათბურთი ითამაშე, მაგით არაფერი არ დაშავდება.
ქართველი
09 ივლისი 2020 22:48
28
რა თქმა უნდა თავისი გზა აქვს, ჩვენც გვაქვს უფლება არ მოგვეწონოს მისი საქციელი და აღარ ვისურვოთ კაპიტნად. რაც უნდა ის ქნას კაცო, მარა ჩემნაირებზე ნუღარ გაბრაზდებით თუ ფულზე გაყიდულად ჩავთვლით, სხვაგან ვერ ნახა წასასვლელი თუ რა? თუ გინდა არასწორი ვიყოთ, როცა ხედავ რომ უმრავლესობას არ მოწონს შენი გადასვლა თავი უნდა შეიკავო. შენ საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც რა ჯობიაო?
ირაკლი ქუთაისელი
10 ივლისი 2020 10:33
2
მან Თავისი Თავის იმედად მიიღო ამხელა გამოწვევა და დარწმუნებული ვარ დაუღალავი Შრომით მოპოვებულ მისწრაფებას მისეული მიმართულება მისცა კარიერის Თუ ცხოვრების ამ ეტაპზე. Თქვენც იშრომეთ, დაიხარჯეთ, საკუთარ Თავებზე Ძლიერ პიროვნებებად Ჩამოყალიბდით და მერე Შეაფასეთ ეს ადამიანი. რათქმაუნდა წარმატებებს ვუსურვებ მას !
ბბ
09 ივლისი 2020 21:51
26
კითხვა მაქვს *კლავიატურის ლომ პატრიოტებთან* ! ვლადიკავკაზის ალანიაში 7 ქართველია თამაშობდა , სამაჩაბლოს გაქანებული ომის დროს - მაშინ სად იყავით ?! რამდენი საქართველოს ნაკრების წევრი თამაშობს რუსულ პრემიერ ლიგაში დაგავიწყდათ ? თორნიკემდე , რამდენი ქართველი თამაშობდა *ცსკაში* ამ სამიოდე წლის წინ - აბა კარგად გაიხსენეთ ?! მაშინ რატომ იყავით მუნჯად ქცეულები ? სხვისთვის შეიძლება და თორნიკესთვის არა ?!
კახაბერი
09 ივლისი 2020 21:51
36
და ვინ თქვა რომ კარგი იყო მერე ან შენ რა იცი ვინ რას ამბობდა და რას წერდა თავად კლავიატურის ლომო.
გიო
10 ივლისი 2020 14:35
0
არ ვიქნები რადიკალური, იმიტო რო სულ რაღაც სამი დღის წინ მეამაყებოდი! მე ვერ ვუქომაგებ შენ ცეესკას! და მომხრე ვიქნები თუ დაიწყება ხელმოწერები რომ შენ ჩვენი კაპიტანი აღარ იყო!
ბასკი
09 ივლისი 2020 20:51
22
არახარ მართალი თორნიკე. შენ საქართველოს ნაკრების კაპიტანიხარ.
ზაზა
09 ივლისი 2020 20:50
18
CHVEN MARTO TRABAXOBASHI VART MAGREBI AI UKRAINELEBI KI PATRIOTEBI ARIAN NAMDVILI KI DZMAO EG SHENI ARCHEVANIA CARMATEBEBI SHENS ARCHEVANSHI SAKARTVELOS NAKREBI KI CHVENIA XALXIS DA ALBAT UMRAVLESOBAS SHENI NAXVA AR GAUXARDEBA AM UVELAPRISH SHEMDEG EROVNUL NAKREBSHI CARMATEBEBI SHEN TOKO CHVENS UMISOD
Dato
09 ივლისი 2020 20:14
11
დაიწერე მაისურზე “რუსეთი ოკუპანტია” და და ითამაშე სადაც გინდა!
ანა
09 ივლისი 2020 19:36
28
თორნიკე, ხშირად სხვა ადამიანების გაფუჭებულ საქმეებს შენისთანა ვაჟკაცები აგვარებენ! იმედი მაქვს შენი თამაშით, შენი პიროვნული თვისებებით შძლებ გაალღვო ყინული, რუსი და ქართველი ერების პოლიტიკური კონფლიქტი მოაგვარო! წარმატებები სპორტშიც და პოლიტიკაშიც!
aburjga
09 ივლისი 2020 18:40
60
ნეტავ მართლა შეძლოს თორნიკემ კარგი თამაშითა და ტკბილი სიტყვით საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანას და რუსეთის მიერ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ჩაურევლობას მიაღწიოს და მერე ჩემი ხარჯით დავუდგამ ძეგლს.
აბდაუბდა
09 ივლისი 2020 19:51
12
რუსების ღორული საქციელისა და მაგის გამო, საქართველოს ნაკრებიც მკიდია, სადაც ეგ კაპიტანიცაა.
კაცი
09 ივლისი 2020 18:31
35
წერეთ დისლაიქები, არაკაცობას გამართლება არა აქვს. საღორეში ღორად იქცევი, თუ უკვე არა ხარ.
ილიჩი
09 ივლისი 2020 18:26
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული