საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.
"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.
ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.
ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.
მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით
მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა თორნიკე შენგელიაზე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანზე... კი, კი, საქართველოს ნაკრების კაპიტანზე, რომელსაც შეხვედრის წინ ხელი გულზე უდევს და საკუთარი ქვეყნის ჰიმს მღერის...
ძალიან გულნატკენი ვარ...
თავს ვიკავებდი რაიმე ისეთი არ დამეწერა, მაგრამ არის მომენტები როცა ეს აღარ შეგიძლია...
მიდიხარ მოსკოვში რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში (ჩვენებურად ცეესკა) და იბრძოლებ მათი წარმატებისათვის და ტაშს დაგიკრავენ ისინი ვინც ყოველდღიურად "საზღვრებს" გვიჩოჩებენ და თავზე ბომბებს გვაყრიდნენ... საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვალდებულია იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება - ვინც თავზე ბომბებს გაყრის ის შენი მოკეთე არაა!
მცირეოდენი პარალელი უნდა გაგივლო გიორგი ანწუხელიძესთან...
რაა, ანწუხელიძეს არ ჰყავდა ოჯახი თუ საკუთარი ცოლ-შვილი ნაკლებად უყვარდა? ან მშობლები?
ძალიან ადვილი იყო - დააფურთხებდა გიორგი საკუთარი ქვეყნის დროშას, შეეძლო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ეთქვა, რასაც მტერი სთხოვდა და დღეს ცოცხალი იქნებოდა, შვილებსაც მამა ცოცხალი ეყოლებოდათ, არც მეუღეს დააქვრივებდა უდროოდ, მაგრამ მან ნაძრახ სიცოცხლეს სიკვდილი არჩია... კაცი იყო და კაცად დარჩა. მის მაგალითზე თაობები აღიზრდებიან...
შენგან, თორნიკე, ასეთ გმირობას ანდა თავის გაწირვას არავინ ითხოვს, მაგრამ იმდენი კი უნდა შეგეძლოს, რომ რუსეთის სამხედროთა გუნდში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არ უნდა ითამაშო, ორიოდე ზედმეტი დოლარის სანაცვლოდაც კი...
რა ვიცი, ახლა შენ იცი!
კალათბურთის ფედერაცია რომ მუნჯადაა უნდა დააფიქსიროს პოზიცია.
ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, თორემ მალე 7 ნოემბერს და 25 თებერვალსაც გვაზეიმებენ საქართველოში რუსები და გვეტყვიან მერე რა, პოლიტიკა და ზეიმი სხვადასხვა რამეაო.
ყვარყვარე ხარ ჩვეულებრივი სხვა არაფერი !!
არ არის საჭირო ნაკრებში ასეთი ზომბების გამოძახება რომლებშიც მკვდარია ეროვნული შეგნება და სახეკწმიფო, ერის ინტერესების დაცვა.
ასეთი ზომბები ვერასდროს მისცემენ სწორ ვექტორს და სწორ მაგალითს მომავალ თაობას !!!!