კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს - კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!".

შეგახსენებთ, შენგელიამ არმიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

altსაქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

alt

შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

alt"არ ვიცი, საიდან დავიწყო" - შენგელია "ბასკონიას" დაემშვიდობა

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

altNBA-ში გადასვლას ცსკა ხელს ვერ შეუშლის - შენგელიას ტრანსფერის დეტალები ცნობილია

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვაი ქართველები.
მაია
11 ივლისი 2020 11:19
1
ანუ დივერსანტი შევგზავნეთ მტრის ზურში და რატომ ატეხეთ ამდენი ამბავი ეგ შიგნიდან გამოუთხრის ძირს რუსეთის არმიის სპორტულ ასპირაციებსო
გიორგი
10 ივლისი 2020 19:00
0
საქართველოში კალათბურთი მართლაც წარმატებული სპორტის სახეობაა. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი წამყვანია ევროპაში. ჰოდა, მთავარია, ნაკრების შედეგი. მისი წევრები რომელ კლუბში ითამაშებენ, მნიშვნელობა არ აქვს და არც არავის ეკითხება. წარმატება ქარტულ კალათბურთს და თოკოს. იმ ყალბ ვითომ "პატრიოტებს" კი, ვურჩევ, რამე ისწავლონ და გააკეთონ. რაც თორნიკეს ქვეყნისთვის უკეთებია, იმის მეათასედს ვერ მიაღწევთ.
დიტო
10 ივლისი 2020 17:56
3
სრულიად ვეთანხმები თოკოს გადაწყვეტილებას და კალათბურთის ფედერაციას. არ მიაქციოთ ყურადღება ვიღაც წარუმატებელ, დაბოღმილ ადამიანებს, რომლებიც სხვების ლანძღვით იკმაყოფილებენ საკუთარ უუნარობას. გამარჯვებები ქართულ სპორტს
ლაშა
10 ივლისი 2020 17:50
4
კაპიტანი არა კვატი. ნაკრებში აღარ გამოიძახოთ ეს თანამედროვე ორჯონიკიძე
Giorgi
10 ივლისი 2020 12:49
5
კალათბურთის ფედერაციის განცხადება იყო იმაზე უფრო თავისმომჭრელი და უაზრო, ვიდრე შენგელიას საქციელი.
ვერ გაამართლებთ ამ უზეობას!!!.
მართლა პუტინის რუსეთის ღირსია ქართველობა, თუ ასეთ ცხად და ერთმნიშვნელოვან საკითხზე კიდე ორაზროვნება გვექნა და სპორტის დ აპოლიტიკის განსხვავებაზე ლაპარაკობს ხალხი.
ჯერი
10 ივლისი 2020 12:32
3
იმ პუტინის დედა ვატირე თბილისამდე რომ არ ჩამოვიდა 2008 წელს, ეს ცხვრების ფარა არ იყო ღირსი იმ სისხლისა, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა დაღვარეს! ბედნიერი მონებითაა სავსე ეს ქვეყანაა თუ ქვეყნის მსგავსი წარმონაქმნი!
aleksandre
10 ივლისი 2020 11:37
2
Toko Tsiteli Maisuri gixdeba georgievskis lenta gallina da egaa...saqartvelos kapitani unda ixos GIO SHERMADINI!
Gio
10 ივლისი 2020 09:59
2
მთავარი უბედურება ისაა, რომ საქართველოში ზოგისთვის საერთოდ გაუგებარია რატომაა რუსეთი ოკუპანტი; ზოგი ოკუპანტად მიიჩნევს, მაგრამ ზუსტად არ იცის რატომ; ზოგს მხოლოდ 2008 წლიდან გონია ოკუპანტი და ისიც იმიტომ, რომ ყველა ასე ამბობს; ზოგი გვერდით გამდგარა და იქიდან არიგებს "ოკუპანტის" მყვირალ ქართველებს _ მაგათ ჩვენ ვიწვევთ და იმიტომ გვბომბავენ, თორემ მოძმე ერები ვართ, ერთად ვიყავით და ერთად უნდა ვიყოთო, ზოგისთვის ოკუპაცია პოლიტიკაა და პოლიტიკა კი "კიდია". სამწუხარო ისაა, რომ ასეთ ქართველებს ხშირად სხვადასხვა სფეროს მმართველ პოზიციებზე (პარლამენტშიც კი!) ვხვდებით ხოლმე, იქ, სადაც მათი ვალდებულებაა აშენონ მომავლის, დამოუკიდებელი, პროგრესული, განვითარებული და წარმატებული საქართველო.
1801
10 ივლისი 2020 03:01
4
ALONZO-ს - ვის რა უნდა მიასხა, შენ თვითონ გასხმულო?
Dato
10 ივლისი 2020 00:20
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული