კალათბურთი

ლეგიონერები

ვილდოსა შენგელიათი გაოცებულია და ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
"ბასკონიას" კალათბურთელმა ლუკა ვილდოსამ ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი და ყოფილი თანაგუნდელი თორნიკე შენგელია შეაქო.

"ჩემთვის არავის მოუმართავს. შეიძლება ჩემმა აგენტმა იცის, მაგრამ ვიდრე კონკრეტული წინადადებით არ შეეხმიანებიან, არ შემაწუხებს. "ბასკონიასთან" კონტრაქტი მაკავშირებს, თავს ბედნიერად ვგრძნობ და გუნდის გამოცვლაზე არ ვფიქრობ.

შენგელიას გარეშე მოვიწყენ. არ ვიცი, როგორ აიძულა საკუთარი თავი და ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში ამდენი ხანი როგორ ითამაშა, როდესაც მოკლე პერიოდში ამდენი მატჩი იყო. თუმცა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ის ბოლომდე დაიხარჯა. მისი გამარჯვების სურვილი ყოველ ჩვენგანზე გავრცელდა", - ციტირებს
ვილდოსას Libertad Digital-ი.

ასევე დაგაინტერესებთ