შეიძლება თორნიკე შენგელიასთან ერთად ცსკა-ში ვილდოსაც გადავიდეს

AutoSharing Option
Eurohoops-ის ჟურნალისტი ვარლას ნიკოსიც ადასტურებს, რომ "ბასკონიას" კაპიტნის, თორნიკე შენგელიას კონტრაქტს მოსკოვის ცსკა 1.5 მილიონ ევროდ გამოისყიდის და სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს. მისი მტკიცებით, მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს.

Piratas Del Basket-ი კი ირწმუნება, რომ შეიძლება თორნიკესთან ერთად "არმიულ" გუნდში "ბასკონიას" 24 წლის არგენტინელი გამთამაშებელი ლუკა ვილდოსა (სიმაღლე 194 სმ) გადავიდეს, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ვილდოსა ბასკური გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ევროლიგის ვადამდე შეწყვეტილ გათამაშებაზე კი საშუალოდ მატჩში 7.1 ქულასა და 3.2 გადაცემას აგროვებდა. ამჟამად კლუბები ვილდოსას
ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

რაც შეეხება "ბასკონიას", უკვე გაცნობეთ, რომ "პანათინაიკოსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული მძიმე ფორვარდის, დეშონ ტომასის გადაბირებას ცდილობს, თუმცა მან შეიძლება კარიერა "ტოკიოში" გააგრძელოს.

ვიტორიული კლუბი აგრეთვე მოლაპარაკებას აწარმოებს "ანადოლუ ეფესის" 25 წლის ამერიკელ ლეგიონერ ალეკ პიტერსთან (სიმაღლე 206 სმ).

მკითხველის კომენტარები / 17 /
რატო ვერ ხვდებით იმდენს რო იქ შენგელიამ რო დაგლიჯოს ყველაფერი და გამოაჩენს ქართველები რა ძლიერები ვართ , საქართველოს დროშას რო ააფრიალებს ამხელა ქვეყანაში რავი მე მაგალითად მაგრად გამისწორდება . ყველა რუსზე მაღლა რო დადგება მათივე ქვეყანაში რავიი ჩემი აზრით სასიხარულოა და უფრო პატრიოტობა იქნება ვიდრე თქვენი პატრიოტობა კომენტარების წერით .
ლაშა
12:53 03-07-2020
1
სამარცხვინოა ეს გადაწ
ყვეტილება შენგელია რა გვარს არცხვენ....რისი დაწერაც მინდა აქ დაბლოკავენ და ამით შემოვიფარგლები
Smouk
07:57 03-07-2020
4

სიახლეები პოპულარული