მოსკოვის ცსკა-მ გუნდის ახალწვეულებს ნომრები გაუნაწილა და თორნიკე შენგელია 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მას ეს ნომერი დენიელ ჰეკეტმა დაუთმო, რომელმაც 10 ნომერი აიღო. "ჰეკეტის გულუხვობის შედეგად შენგელიამ ნომერი შეინარჩუნა, რომლითაც ევროლიგაზე მისი თამაშის ყურებას გულშემატკივრები მივეჩვიეთ", - წერს "არმიული" კლუბის საიტი.
შენგელიას მაისურის შეძენა 2 500 რუბლად (დაახლოებით 35 დოლარი) შეიძლება.
ნიკოლა მილუტინოვი 33-ე ნომრით ითამაშებს, ხოლო დერან ჰილიარდმა ნომერი შეიცვალა და მე-6 ნომრით იასპარეზებს.
შენგელიამ "ბასკონიაში" გატარებული 6 სეზონის შემდეგ ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ცსკა სეზონს სექტემბერში ВТБ ლიგის გათამაშებით
იწყებს.
ახლა ამასა და აგრესიას შორის არის ვეებერთელა ზღვარი... არაა შეურაწყოფა და აგრესია "მეტი" პატრიოტიზმის გამომხატველი. პირიქით, პროვინციალურ პატრიოტიზმის გამომხატველია.
შენგელიას მოუწევს იმ ფაქტთან ჭიდილი, რასაც მისი ქვეყნის მოსახლების დიდი ნაწილოსგან მისი ამ ნაბიჯის კრიტიკა ქვია. ესაა ფაქტი და ვინაა მართალი და ვინ მტყუანი მაგას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უკვე მისი კარიერის და სპორტის ისტორიაში დარჩება სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ ეს უკვე იცის.
ახლა, ვინ ვის აფურთხებს სულში როცა ყოველ თვე პუტინის რეჟიმის დამფინანსებელ გაზპრომს ვუხდით ფულს ქართველები?
გამოვხატოთ აზრი, დამოკიდებულება და შევეშვათ ამ აგრესიებს და შეურაწყოფებს რაც არ უნდა გვეწყინოს ან გბეტკინოს. ასეა თუ ისე მას გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნის სახელის გატანისათვის ვინდრე ბევრ ჩვენგანს.
დაგუგლე - მაიკლ ჯორდანი. და მიხვდები. ლებრონ ჯეიმსიც შეიძლება ან დევიდ ბექჰემი.