გუბაზ სანიკიძე: შენგელია მოღალატეა, მეშინია ამ მონობას არ მივეჩვიოთ

AutoSharing Option
ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.

"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა  ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.

კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 176 /
100% გეთანხმებით Bატონო Gუბაზ!!!
სანდრო
21 ივლისი 2020 16:46
48
ქვეყნის ნაკრების კაპიტნობას კაცმა რუსეთის არმიის მაიორობა ამჯობინა.

ესაა და ეს!



გაგებით მოვეკიდოთ!
21 ივლისი 2020 16:35
39
რა სჯობია,იყო ნაკრების კაპიტანი და მის თამაშებზე ვერ ჩამოხვიდე ,თუ გერქვას,როგორც ამბობ რუსეთის მაიორი და შენს ნაკრებს წინ გაუძღვე,როგორც კაპიტანი?ენგელია ცსკაში თამაშის პერიოდში,დაუბრკოლებლად შესძლებს ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოსვლას.ფინეთის პრეზიდენტი,ურჰო კეკონენი,26 წელი მართავდა ფინეთს და ამავე დროს,ფორმალურად იყო სსრკს,აგენტი.ამით თავიდან აიცილა,ყოველგვარი კონფლიქტი სსრკსთან,დაამყარა კეთილმეზობლური ურთიერთობა და ფინეთი გადაიყვანა მსოფლიოს ყველა უფრო მაღალი შემოსავლებისა და განათლების მქონე ქვეყნების ხუთეულში.ჩვენც ვიყავით საკმაოდ განათლებული და მსოფლიოში ყველაზე უფრო მკითხველი ერი,ამდენი ვითომ ბრძოლითა და ლანძღვა გინებით კი,ყველაზე უწიგნური ერების ათეულში გადავედით.ასე რომ ეშმაკი დეტალებში იმალება და რიტორიკა კი არა,მთავარი,რეალური შინაარსია.კონტრაქტის პირობები,მართლაც იდეალურია, საქართველოს ნაკრების ინტერესებისათვის.
სოსო
22 ივლისი 2020 11:07
3
ამას ამბობს ყველაზე უპრინციპო და მართლაც ფულზე გაყიდული ნაძირალა
გიო
21 ივლისი 2020 16:30
14
ვისაც რაიმე სახის პრეტენზიები აქვს თოკოზე, ამ კომენტარის დაბლა დაწეროს რატომ არის თოკო მოღალატე? მე კი ყველას დაგიმტკიცებთ რომ ესე არაა. გელოდებით!
ირაკლი
21 ივლისი 2020 16:20
14
შენზე დიდი მოღალატე ვინ არის შე ქათამო ხან ვის უძვრები ხან ვის
ლევანი
21 ივლისი 2020 15:27
12
ქალაქის ცენტრში ვნახე,ორიოდე წლის წინ, ეს ძროხა, მოკლე ნიფხავში(არა შორტებში,ტრუსიკი ეცვა!), კლანჭებ გადმოყრილი... გავიფიქრე,მთალად გაუფრენია ამ საცოდავს-თქო! მართალი ვყოფილვარ!აი ,რას იწვევს არ არსებული მილიონის იდეაფიქსი!ისე ,ბიძო, შენს სინდისზეა ამ კაცის გაგიჟება-ნახევარი მილიონიც ეყოფოდა,რომ ჭკუიდან არ გადასულიყო! შენი გული რომ ვიცი ,ახლა ამის მკურნალობაც მოგიწევს და შეიძლება მეტიც დაგიჯდეს!
დიმა
21 ივლისი 2020 14:56
12
რუსეთში უამრავი ქართველი სპორტსმენი თამაშობს სხვადასხვა კლუბში და ეს არანაირად არ ლახავს მათ სახელს. მთავარია, ეროვნულ ნაკრებში რა შედეგს დადებს და რა გულით ითამაშებს. თორნიკე გამორჩეული და საუკეთესოა. კლუბში თამაში ბიზნესია. აი, მოქალაქეობის შეცვლა მართლა გასაკრიტიკებელი, თუმცა მოღალატეს არც ისეთ ადამიანს ვუწოდებ, რადგან ღალატი სულ სხვა რამეა და ის სწორედ გუბაზ სანიკიძეს შეესაბამება.
რაღაც კუთხით, არც მე მესიამოვნა თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლა, თუმცა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ახლა კი, როცა ვუყურებ, რა არსებები აკრიტიკებენ, საერთოდ აღარ აღვიქვამ თუნდაც მცირედით უხერხულად მის მოსკოვში გადასვლას.
ზაზა
21 ივლისი 2020 14:48
15
გუბაზ, ეს განცხადება შენს მეგობარ და თანამზრახველთან ვალერა ხაბურძანიასთან შეთანხმებული გაქვს?
ღლონტი
21 ივლისი 2020 14:13
13
სანიკიძევ ქათამაძე-ბრეგვაძე . . . . . და სიმღერა-ტანშფანდურზე რუსეთში რაღას იტყვი, მარტო სპორტს კრძალავ???????? მოღალატეობის სტატუსით?????????
zu
21 ივლისი 2020 14:12
10
გუბოზ ლევანევიჩ სანიკიდზე საქართველოში წარმოადგენს ღალატის და მოღალატეობის ფორმულას.
zaza
21 ივლისი 2020 14:03
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული