შენგელიას მორიგი უსახური მატჩი ევროლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მას შემდეგ, რაც თორნიკე შენგელია "ცსკაში" გადავიდა, მისი თამაშის სტილი შეიცვალა.

ვერანარიად შეეწყო გუნდს, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ ადაპტირებს. 

გუშინ, 6 ნოემბერს, "ცსკამ" "პანათინაიკოსი" სტუმრად, ანგარიშით 89:83 დაამარცხა. 

რუსების მხრიდან გამორჩეული კლაიბურნი გახლდათ, რომელმაც გუნდს 15 ქულა შესძინა. 

რაც შეეხება ბერძნებს, ნემანია ნედოვიჩი, მის ანგარიშზე 19 ქულა გახლდათ. 

თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა  გახლდათ.

მომდევნო მატჩს "ცსკა" 12 ნოემბერს გამართავს, სადაც "ბასკონიას" დაუპირისპირდება. მატჩი, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, რაც შეეხება "პანათინაიკოსს", ისინი "ეფესს" უმასპინძლებენ. მათი
მატჩი 13 ნოემბერს, 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

ამ დროისთვის რუსული კლუბი მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო ბერძნები მე-12-ს

altთორნიკე შენგელიას კარგი მატჩი "ევროლიგაში" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
სამაგიეროდ სახელფასო ბარათზე აესახება კარგად ყველაფერი, არ ჰკიდია?
თემო
08 ნოემბერი 2020 00:26
0
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მწვრთნელი ვერ იყენებს თოკოს, თან ის ჯეიმსი საერთოდ აიგნორებს, მგონი კონკურენტს ხედავს ლიდერობაში.
07 ნოემბერი 2020 21:29
7
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ნიშნისმოგებით თქმა გამართლებულია :)
მიჩინიო
07 ნოემბერი 2020 21:01
1
სტატიის ქვეტექსტი გასაგებია, მაგრამ რას ნიშნავს უსახური? არ ეწყიბა ყველა კომბინაცია მასზე, როგორც ბასკონიაში იყო, თან ორი არასრული მეოთხედი ითამაშა სულ. საჯარიმოებს მაზავს და ეგაა ცუდი. სხვა მხრივ,რამდენიც გაქანდა ძველებურად, იმდენი ან ჩააგდო ან ჯარიმა აკიდა.
არც მე ვარ ცსკში გადასვლით აღტაცებული, მაგრამ ასე ნიშნის მოგების ტონით წერა რა პონტია..
domenti
07 ნოემბერი 2020 18:51
10
-12 ქულა დაისვა, რომ ჩაეგდო "სახური" თამაში ექნებოდა და რა მერე? ჩვენთვის რას ცვლის მაგის სახური თუ უსახური თამაში? ??
პაატა
07 ნოემბერი 2020 16:31
3
თქვენს უსახურ სტატიებს ეა ეშველება...
x x x
07 ნოემბერი 2020 15:48
13
ჩამოართვით კაპიტნობა!
საბა
07 ნოემბერი 2020 15:47
5
ამ თამაშს თავიდან ვუყურე, თოკო მშვენივრად თამაშობდა. როგორც ლელოს სტატიაში წავიკითხე, სულ 15 წუთი იყო მოედანზე და ეს შედეგი ამ პერიოდისა. მერე რატომ აღარ ითამაშა არ ვიცი, მაგრამ ჯურნალისტმა, რომელიც სტატიას წერს, უნდა იცოდეს - თამაში ნანახი უნდა ქონდეს.
საერთოდ, ძალიან სტაჟიანი მოყვარული ვარ სპორტის, შემიძლია შედარება გავაკეთო და უნდა ავღნიშნო, რომ თანამედროვე სპორტულ ჟურნალისტებს კომპეტენცია აკლიათ, სამწუხაროდ.
არჩი
07 ნოემბერი 2020 14:31
11
სულ ასე გაეგრძელებინოს,მაგ მოღალატეს!!!
!!!
07 ნოემბერი 2020 14:18
15
სულ ვწერდი არ გადავიდეს ცსკაში.ამ გლუბში გაიფუჭა კარიერა და კლასი მარკოიშვილმა. სამწუხაროდ აქ დაამთავრებს შენგელიაც. ამის დიდი კალათბურთის თამაში დამთავრდა.
Gia
07 ნოემბერი 2020 13:57
5

სიახლეები პოპულარული