ერთიანი VTB ლიგის მეექვსე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა "ხიმკისთან" 78:86 დამარცხდა.
შენგელიამ 25:28 წუთში 10 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.
28 ქულით მატჩის ბომბარდირი ხიმკელი გრეგ მონრო იყო, ხოლო მათ ლიდერ ალექსეი შვედს თამაში არ წაუვიდა და მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო. არმიელთაგან ყველაზე მეტი, 20 ქულა მაიკ ჯეიმსმა ჩააგდო.
ცსკა 4 მოგებით მე-3 ადგილზეა და 22 ნოემბერს პერმში "პარმას" დაუპირისპირდება.
და ამ დროს გადადიხარ კოლხოზად ცსკა-ში და ეთამაშები ვიღაც მუჟიკებს რომლებიც გაანადგურებენ ყველა თამაშში... რა ქვია ამას???
პარლამენტში მაინც შევსულიყავი შე კაცო...:):)