მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ევროლიგის მე-11 ტურში მოსკოვურმა გუნდმა სახლში "რეალი" 74:73 დაამარცხა.
შენგელია მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა სასტარტო ხუთეულში დააყენა და 27:31 წუთში 15 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და 7 მოხსნა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 იყო.
თორნიკეზე შედეგიანი 28 ქულით მხოლოდ მისი თანაგუნდელი მაიკ ჯეიმსი გახლდათ.
ცსკა 8 მოგებით მე-2 ადგილზეა და 3 დეკემბერს "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს, შენგელია კი საქართველოს ნაკრებს ფინეთში შეუერთდება.