სერხიო რამოსი შესაძლოა, "ბოკა ხუნიორსში" გადავიდეს

AutoSharing Option
ვეტერანი ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი შესაძლოა "ბოკა ხუნიორსში" გადავიდეს, ამის შესახებ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 38 წლის ფეხბურთელი ბუენოს აირესში იმყოფება, სადაც კლუბის პრეზიდენტს ხუან რიკელმესა და გუნდის მთავარ მწვრთნელს ფერნანდო გაგოს ხვდება, რომელთან ერთადაც სერხიო მადრიდის "რეალში" თამაშობდა.

გამოცემის ინფორმაციით, "ბოკა" მზადაა რამოსს წელიწადში 5 მილიონი ევრო შესთავაზოს, ბოლოს ესპანელი ფეხბურთელი "სევილიას" ღირსებას იცავდა, სადაც წელიწადში 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.

altმერაბ დვალიშვილმა სევილიაში სერხიო რამოსი მოინახულა - სპორტსმენებმა ერთმანეთში საჩუქრები გაცვალეს [VIDEO]

altრამოსი და ბენზემა კვლავ ერთად? -

"სევილიას" ვეტერანი მცველის შენარჩუნება გაუჭირდება

alt"რეალმა" "სევილიასთან" ქულები დაკარგა - სერხიო რამოსი რიუდიგერს სწვდა
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული