კომენტატორმა მიშა, მიშას ძახილით დაასრულა რეპორტაჟი, მოედანზე კი გახარებული "ალ შამალის" კალათბურთელები დარბოდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ. ბერიშვილმა შეუცვლელად, სრული 40 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 ორიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მიშას ანგარიშზე 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩჭრა დაგროვდა. ბერიშვილმა 2 ჯარიმა მიიღო, ბურთი არ დაუკარგავს და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
საერთო სარგებლიანობით ბერიშვილი მე-2 იყო. საუკეთესო კი ვაელ არკაჯი გახდა, რომელმაც 39 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. 3 მოგებითა და 1 მარცხით "ალ შამალი" მეორე ადგილზეა. შემდეგ ტურში ბერიშვილის გუნდი ბოლო ადგილზე მყოფ "ალ რაიანს" სტუმრად, 22 დეკემბერს შეხვდება.
წყარო: GBF
ბექა ბურჯანაძის 7 ქულა და "გრან კანარიას" გასვლითი გამარჯვება აუტსაიდერთან
დარია თუ ავდარია მიშა მაგარია