შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონამ" ცსკა დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში 75:88 დამარცხდა "ბარსელონასთან".

ლიდერების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა, მეორე ტაიმი კი "ბარსამ" აშკარად უკეთ ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა

შენგელიამ 27:31 წუთში 10 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 10 იყო.

ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ბარსელონელი კორი ჰიგინსი იყო, რომელიც 28-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. 19 ქულა მისმა თანაგუნდელმა ალექს აბრინესმა ჩააგდო. ცსკაშ-ში გამორჩეულები
მაიკ ჯეიმსი (18 ქულა) და ნიკოლა მილუტინოვი (15 ქულა) იყვნენ.

ცსკა 15 მოგებით კვლავაც ლიდერია (ბარსელონას 1 მოგებით ნაკლები აქვს) და 22 იანვარს "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსულუ კალათბურთის ადგილი არ არის ევროპაში
2
ეს წაგება ბევრს არაფერს წყვეტს და ცსკა ისევ პირველ ადგილზე რჩება! დარწმუნებული ვარ თოკო ევროპის ჩემპიონი გახდება და ეგ ბოღმა სასტავი ისევ ბუჩქებში ჩაიმალება.
გრიგოლი1408-ს
11:31 16-01-2021
18

სიახლეები პოპულარული