ევროლიგის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში 75:88 დამარცხდა "ბარსელონასთან".
ლიდერების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა, მეორე ტაიმი კი "ბარსამ" აშკარად უკეთ ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა
შენგელიამ 27:31 წუთში 10 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 10 იყო.
ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ბარსელონელი კორი ჰიგინსი იყო, რომელიც 28-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. 19 ქულა მისმა თანაგუნდელმა ალექს აბრინესმა ჩააგდო. ცსკაშ-ში გამორჩეულები მაიკ ჯეიმსი (18 ქულა) და ნიკოლა მილუტინოვი (15 ქულა) იყვნენ.
ცსკა 15 მოგებით კვლავაც ლიდერია (ბარსელონას 1 მოგებით ნაკლები აქვს) და 22 იანვარს "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.