ფორსმაჟორი - შენგელიას ცსკა-ში ცენტრის პოზიციაზეც მოუწევს თამაში

AutoSharing Option
ცსკა-მ გუნდიდან დროებით მოკვეთილ ამერიკელ მაიკ ჯეიმსთან ურთიერთობა გაარკვია და შემადგენლობაში დააბრუნა, მაგრამ მეორე, არანაკლებ რთული პრობლემა შეექმნა. "ბაიერნთან" ევროლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში მხრის ტრავმა მიიღო სერბმა ცენტრმა ნიკოლა მილუტინოვმა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. მოსკოვურ გუნდს უნდა მის შემცვლელად "ფენერბახჩეს" ყოფილი ცენტრი ეკპე უდო მიიწვიოს, რომელიც ახლა ჩინეთის "ბეიცზან დაკსში" თამაშობს, მაგრამ საეჭვოა ეს მოახერხოს.

championat-ი აღნიშნავს, რომ ამ რთულ ვითარებაში შეტევაში შენგელია უფრო მეტად დაიტვირთება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარზე უფრო მეტი მუშაობა მოუწევს და ფაქტიურად, ხანდახან, ცენტრის
ფუნქციებსაც შეასრულებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გოგა ბითაძე წაიყვანონ არენდით, პრაქტიკაც ექნება და თან შეთამაშდება თოკოსთან.
emigranti
22:08 31-01-2021
5
ო ჩვენო თოკომოტივო დიდება შენს დიდებას!
ავსტრალიელი
20:42 31-01-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული