ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ მოწინავე კონფერენციაში (Big East) მამუკელაშვილის გუნდს ზედიზედ 3 წაგება ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ლიდერთა შორის მყოფი "სეტონ ჰოლი" ცხრილის შუაში დაეშვა. გასულ ტურში სეტონჰოლელმა მეკობრეებმა ისევ იზეიმეს გამარჯვება და ეს ქართველი ფორვარდის დიდი დამსახურებაა. სანდრომ 11-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის შემდეგ შედეგიანობით მაილს კეილი გამოირჩა, რომელმაც 19 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "სეტონ ჰოლის" მთავარმა მწვრთნელმა მამუკელაშვილი შეაქო:
"ვთვლი, რომ სანდროსთვის სეზონში საუკეთესო მატჩი იყო. ის დაცვაში ძალიან კონცენტრირებული გამოვიდა და უბრალოდ ფენომენალურად ითამაშა. რამდენჯერაც საჭირო ზონაში ბურთის სანდრომდე მიტანა მოვახერხეთ, მას ბურთის ჩაგდება არ გასჭირვებია. ამან მთელი თამაშის მიმდინარეობა შეცვალა".
7 მოგებითა და 5 მარცხით "სეტონ ჰოლი" 11-გუნდიან კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 6 თებერვალს, სტუმრად კონექტიკუტის უნივერსიტეტთან ჩაატარებს.
GBF
მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზის მოგების კანდიდატთა 10-კაციან სიაში მოხვდა