ბეჟანიშვილისთვის კონფერენციის პლეი-ოფში მოგებული 3 მატჩიდან საუკეთესო ფინალი იყო, თუმცა მიყოლებით განვიხილოთ.
"ილინოისს" მე-2 განთესვა გააჩნდა და ამგვარად, შეჯიბრებაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაება, სადაც "რატგერს სკარლეტ ნაიტსს" 90:68 სძლია. ბეჟანიშვილმა მოე
ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა ნახევარფინალშიც, სადაც "აიოვა ჰოუქაისი" 82:71 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე ამჯერად 13 წუთი გაატარა და 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბეჟანიშვილმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ფინალში ბეჟანიშვილის გუნდს გაუმართლა, რადგან არა კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "მიჩიგანი", არამედ მეხუთეადგილოსანი "ოჰაიო სტეიტი" შეხვდა. თუმცა გამარჯვება ძალიან გაუჭირდა. მართალია, ილინოისელები მატჩის შუაწელში 17 ქულით იგებდნენ, მაგრამ "ოჰაიომ" იბრძოლა და ბოლო წუთებზე გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, თუმცა ბეჟანიშვილის გუნდმა მოახერხა ბრძოლაში – 91:88 (სტატისტიკა) გამარჯვება და ჩემპიონობა მოიპოვა.
ბეჟანიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. გიორგიმ მოედანზე 16 წუთი გაატარა და 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ძირითადი დროის ბოლო წუთზე გადაინაცვლა, როდესაც მე-5 პერსონალური მიიღო.
ბეჟანიშვილის გუნდს ახლა NCAA-ს ფინალური ტურნირი ელის, რომელსაც “მარტის სიგიჟეს” უწოდებენ და რომელშიც სრულიად სტუდენტური ლიგის 64 საუკეთესო გუნდი ასპარეზობს.
GBF