საბა გიგიბერია "ჯორჯია ტექთან" ერთად ACC-ის ჩემპიონია

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კონფერენცია ACC-ის (ატლანტიკის სანაპიროს კონფერენცია) ჩემპიონია საბა გიგიბერია. მართალია, საბას თავის გუნდ “ჯორჯია ტექში" თამაში იშვიათად უწევს, თუმცა ის კონფერენციის ჩემპიონის ტიტულის სრულუფლებიანი წევრია და მალე “მარტის სიგიჟეში”, ანუ NCAA-ს მთავარ ჩემპიონატშიც მოუწევს ასპარეზობა.

კონფერენციის ფინალი “გრინსბორო კოლიზეუმში” გაიმართა. ჯორჯიელთა მეტოქე "ფლორიდა სტეიტი" გახლდათ, რომელსაც 80:75 მოუგეს და ACC-ის ჩემპიონები გახდნენ. სამწუხაროდ, ჯორჯიელთა როტაციაში მხოლოდ 8 კალათბურთელი მოხვდა და ფინალში სათამაშო დრო ახალბედა ქართველ ცენტრს არ მისცემია.

"ჯორჯია ტექი" “მარტის სიგიჟეში” 20 მარტს ჩაებმება და
ინდიანაპოლისის ცნობილ “ჰინკლ ფილდჰაუსზე” "ლოიოლა რამლერსის" წინააღმდეგ ითამაშებს. გიგიბერიას გუნდი რეგიონში მე-9 ნომრად განთესეს. მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი "ლოიოლა რამბლერსია". მატჩი 20 მარტს გაიმართება.

GBF

altგიორგი ბეჟანიშვილის 12 ქულა ფინალში და "ილინოისი" Big Ten-ის ჩემპიონია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესე იგი,ყველაზე მაგარი ვინც იყო,ის გამოვარდა და ვისზეც თითქმის არაფერს ამბობდით,ისინი გადავიდნენ მარტის სიგიჟეში.აქაც კარგი საგიჟეთია
სოსო
12:05 17-03-2021
0

სიახლეები პოპულარული