კელნში ჩატარებულ ევროლიგის ოთხთა ფინალის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას ცსკა "ანადოლუ ეფესთან" 86:89 დამარცხდა.
სტამბოლური გუნდი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, ამ მატჩში დომინირებდა, მესამე მეოთხედში 21 ქულით დაწინაურდა (64:43), არმიელებმა ამის შემდეგ გაიბრძოლეს, ანგარიშში სხვაობა 1 ქულამდე შეამცირეს (86:87), მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადეს.
როგორც ჩანს, ტყუილად როდი დაიკვეხნა "ანადოლუს" მწვრთნელმა ერგინ ატამანმა, რომ საუკეთესო გუნდი ჰყავთ და ტურნირი აუცილებლად უნდა მოიგონ. ფინალში "ანადოლუ" "ბარსელონასა" და "მილანოს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შენგელიამ 24:02 წუთში 10 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, ორჯერ დაკარგა ბურთი, 4 პერსონალური მიიღო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 9 შეადგინა.
26 ქულითა და სარგებლიანობის 34-იანი კოეფიციენტით პარკეტზე საუკეთესო თორნიკეს თანაგუნდელი უილ კლაიბერნი იყო. დენიელ ჰეკეტი ცსკ-ს 17 ქულით შეეწია, ხოლო გაბრიელ ლუნდბერგი 15-ით.
"ანადოლუ ეფესში" 25 ქულით საუკეთესო ვასილიე მიციჩი გახლდათ, რომელმაც 5 ფოლი მიიღო და დროზე ადრე დატოვა მოედანი.
ცსკა კვირას მესამე ადგილისთვის იბრძოლებს, ივნისში კი VTB ლიგის ფინალში "უნიკსს" შეხვდება.
ვინმე თორნიკე შენგელია იყო (სამწუხაროდ არის) საქართველოს ნაკრების კაპიტანი ეს იმას ნიშნავს რომ მას ვანდეთ საქართველოს დროშის ტარების უფლება, მთელი ქვეყნის სახელი და პრინციპები კაპიტანს ბარდება, მას ევალება ამ დროს ჩვენი ანუ გუნდის ინტერესების და პრინციპების დაცვა, ერთი სიტყვით მედროშე ისაა, ის კიდე წავიდა და ეს დროშა რუსეთის ტ....ში გატენა. რუსეთის ჰიმნით რო იწყება ტურის მატჩები ჩვენი მედროშე გაჭიმული ხომარ დგას იმ ჰიმნზე.. ან არმიის დროშაზე ხელს როგორ იდებს როცა ანწუხელიძის ქვეყნიდან ხარ... სამარცხვინო იყო დანარჩენი სპორცმენების და ე.წ. "საზოგადოების" წევრების გამხნევება რო მიდი თოკო რა შუაშია პოლიტიკა სპორტთანო