თორნიკე შენგელიას დაბრუნება და ცსკა-ს სენსაციური მარცხი

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოირჩინა და VTB ლიგაზე ტალინში "კალევთან" ითამაშა.

ცსკა-მ სენსაციური მარცხი განიცადა (56:67) და მიმდინარე ტურნირზე პირველად წააგო.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ მართალია, დამარცხდნენ, თუმცა, სამაგიეროდ, თოკო დაუბრუნდათ.

შენგელიამ 24:25 წუთში 7 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 10-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 6 იყო.

ცსკა 5 ტურის შემდეგ 4 მოგებით "უნიკსთან" ერთად ლიდერია და ყაზანურ გუნდს 7 ნოემბერს შეხვდება, ხოლო იქამდე, 4 ნოემბერს, ევროლიგაზე
"ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.

შენგელიას ნავარაუდევი ორი თვის ნაცვლად 20 დღე გაუცდა და 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან საშინაო მატჩში დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რატო ნერვიულობთ?რაში გაინტერესებთ როგორ თამაშობს რუსული არმიის კლუბი
*გიორგი
13:50 02-11-2021
4
თოკოს ყოჩაღ მაგრამ მაინც ნაადრევი ხო არ იყო ეს დაბრუნება?არ გვინდა გაუმიზეზდეს ტრავმა!მაგრამ კარგია ნაკრებს დაეხმარება და შერმადინზე რა ისმის?წესით გიო თოკოზე ადრე უნდა დაბრუნებულიყო!
აბგდ
09:59 02-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული