გუშინ, "მაიამი ჰიტისა" და "მილუოკი ბაქსის" დაპირისპირების შემდეგ, "ირმების" კალათბურთელები ავტობუსში სხდებოდნენ, როდესაც პატარა ამერიკელი ბიჭი მაისურზე ხელის მოწერის სურვილით იქვე დედასთან ერთად იდგა.
ქართველმა ლეგიონერმა სანდრო მამუკელაშვილმა ქომაგი დაინახა, მივიდა, ხელი მოუწერა, შემდეგ კი მაისური გამოართვა და გუნდელებს ავტოგრაფისთვის წაუღო, შემდეგ კი უკან დაუბრუნა და პატარას ჩაეხუტა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპროტოკოლი დაარღვია, "ბაქსის" გულშემატკივარი გაახარა და ეს დღე სამუდამოდ გონებაში ჩაუბეჭდა.
რაც შეეხება მატჩს, "ჰიტისა" და "მილუოკის" დაპირისპირება "მაიამის" გამარჯვებით, 113:103 დასრულდა.
წყარო: Nba Georgia
Goga Bitadze, in just 14 minutes so far with Fort Wayne, has 13 points on 6/8 shooting. Mad Ants up by 9 in the third quarter.