კალათბურთი

ლეგიონერები

ქართველი გოგონას პირადი რეკორდი და 19 ქულა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

AutoSharing Option
მცირე პაუზის შემდეგ ნატალია ოთხმეზურმა ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში შედეგიანად იასპარეზა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი გოგონა NCAA-ს უმაღლეს დივიზიონში, Big Sky-ს კონფერენციაში მყოფ “იუტა თანდერბერდში” ასპარეზობს, ხოლო ეს გუნდი 9 მატჩიდან 8 მოგებით კონფერენციის ლიდერია.

ბოლო მატჩში, რომელიც გუშინ გაიმართა, იუტელებმა პორტლენდელი “ვიკინგები” 77:53 დაამარცხეს. ოთხმეზურმა ამ მატჩში კარიერის პირადსარეკორდო 19 ქულა ჩააგდო. NCAA-ს პირველ დივიზიონში, სადაც ნატალია პირველი სეზონია, ასპარეზობს, ეს მისი უმაღლესი შედეგია. აქამდე ქართველი გოგონას საუკეთესო მაჩვენებელი 12 ქულა იყო, რომელიც მან გასული წლის ბოლო დღეს,
31 დეკემბერს, “საკრამენტოსთან” 80:70 მოგებულ შეხვედრაში ჩააგდო.

“პორტლენდთან” მოგებულ მატჩში ოთხმეზური სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 23 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 სამიანი ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად ნატალიამ 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. ოთხმეზურის მსგავსად, 19 ქულა მოაგროვა დორი დოტსონმა, რომელმაც პლუს 11 მოხსნაც მიითვალა.

მომდევნო მატჩს ოთხმეზურის გუნდი 4 თებერვალს, სტუმრად “აიდაჰო ვანდალსთან” გამართავს.

GBF