ნატალია ოთხმეზური ქალთა NCAA-ის Metro Atlantic Athletic კონფერენციის ჩემპიონია

AutoSharing Option
ნატალია ოთხმეზური აიონას უნივერსიტეტეის გუნდში Metro Atlantic Athletic კონფერენციის ჩემპიონია. ეს გახლავთ სრულიად ამერიკის ქალთა სტუდენტური ლიგაში შემავალი 32 კონფერენციიდან ერთ-ერთი, რომელშიც 11 საუნივერსიტეტო გუნდი მონაწილეობს და რომლის რეგულარული ჩემპიონატიც 20 მატჩიდან 18 გამარჯვებით ოთხმეზურის გუნდმა მოიგო. რეგულარულის შემდეგ, ტრადიციულად პლეი ოფი ჩატარდა, რომელშიც 8 საუკეთესო გუნდმა მიიღო მონაწილეობა და აიონას უნივერსიტეტმა მეოთხედფინალის, ნახევარფინალისა და ფინალის მოგებით კონფერენციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

როგორც იცით, ოთხმეზურმა უდიდესი წილი შეიტანა იმაში, რომ აიონა ფინალში გავიდა. ქართველმა უკანახაზელმა სეინტ მერის უნივერსიტეტთან 5 სამქულიანი და
ჯამში 20 ქულა ჩააგდო, მისმა გუნდმა კი მეტოქე დრამატულ ბრძოლაში – 67:66 დაამარცხა. ფინალი შედარებით მშვიდი გამოდგა. აიონა გაელსმა მეტოქე მანჰეტენი 13 ქულის სხვაობით – 73:60 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ფინალურ მატჩის გმირი გახდა კეტიას ათეა, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა – 11 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა. ქართველმა ლეგიონერმა 14 წუთი ითამაშა და 3 მოხსნას დასჯერდა. მისი 2 ორქულიანი და 2 სამიანი მიზანს ასცდა.

ამით ოთხმეზურის გუნდმა ჩემპიონის ტიტული ხომ მოიპოვა და ასევე მიიღო ქალთა სტუდენტური ლიგის პირველი დივიზიონის ფინალური ტურნირის საგზური, რომელმაც ამერიკის აბსოლუტური ჩემპიონი უნდა გამოავლინოს. NCAA-ის ჩემპიონატს ვაჟებში “მარტის სიგიჟე” ეწოდება, გოგონებში კი იგივე მნიშვნელობის ტურნირს “დიდ ცეკვად” მოიხსენიებენ. ასე რომ, ნატალია ოთხმეზური არის პირველი ქართველი გოგონა, რომელიც ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ტურნირში იასპარეზებს. ქალთა NCAA-ის ფინალურ ტურნირში 32 კონფერენციის (348 გუნდი) 68 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 32 კონფერენციის გამარჯვებულია, დანარჩენები კი რეიტინგით შერჩეული.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ნიჭიერი გოგოა და ვულოცავ ამ წარმატებას,თუმცა მეტი ფსიქოლოგიური სტაბილურობა რომაა საჭირო,თვითონაც ეცოდინება.ერთ თამაშში 50% სიზუსტით სამქულიანების სროლა და მეორე დღეს,ყველა სროლის გაფუჭება,სწორედ ამაზე მეტყველებს.სტაბილურად კარგად თამაშს და გამარჯვებებს ვუსურვებ,ნატალიას!იქნებ,ქალთა ნბასაც მისწვდეს,ჩვენი გოგო.
სოსო
18:21 12-03-2023
0

სიახლეები პოპულარული