თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" სერია A-ს ფინალური სერიის მეოთხე მატჩში გასვლაზე "მილანთან" 62:77 დამარცხდა.
შენგელიამ 30 წუთში 21 ქულა (12-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 20 იყო.
"ვირტუსი" სერიაში 1:3 ჩამორჩა. მეხუთე შეხვედრა ბოლონიაში ჩატარდება და მოგების შემთხვევაში, მილანელები იტალიის ჩემპიონები გახდებიან.