ესპანურ ლიგაში ანდრონიკაშვილის დებიუტი "ბასკონიას" წინააღმდეგ შედგა

AutoSharing Option
რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში. 21 წლის ქართველმა ფორვარდმა "მურსიასთან" კონტრაქტი 5 დღის წინ გააფორმა, კვირას კი ქალაქ ვიტორიაში მისი დებიუტი შედგა. ანდრონიკაშვილმა ესპანურ ლიგაში პირველი მატჩი იმ კლუბის წინააღმდეგ გამართა, საიდანაც მისი უცხოური კარიერა დაიწყო. თბილისში, "ბასკონიას" კემპის დროს ანდრონიკაშვილი ესპანელებმა მოიწონეს და ის ამ წამყვან ევროპულ კლუბში სავარჯიშოდ და ახალგაზრდულ გუნდებში სათამაშოდ მიიწვიეს. რატი ესპანეთის დაბალ ლიგებში თამაშობდა სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში, რის შემდეგაც ძალები ოკეანგაღმა, ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოსინჯა და მძიმე ტრავმის გამო NCAA-ში ფეხი ვერ
მოიკიდა.

ანდრონიკაშვილმა "ბასკონიას" წინააღმდეგ 11 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რატიმ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა. 

ამავე შეხვედრაში "მურსიას" 5 ქულა შესძინა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და 18:59 წუთში 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. მატჩი ბასკონიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 102:73 დასრულდა. 

"მურსიას" 4 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატში მე-13 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 10 დეკემბერს "ბეტისთან" ჩაატარებს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიყვარს ლიგა ენდესა სიამოვნებით ვუყურებ თამაშებს
გაგა
18:55 05-12-2022
0
წარმატებები❤️
ლიზა
17:49 05-12-2022
0

სიახლეები პოპულარული