"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - "ლივერპულთან" კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დიდი დაპირისპირების მოლოდინი გვაქვს, პსჟ "ლივერპულის" წინააღმდეგ. ხვიჩა კვარაცხელიას ამ ინგლისურ კლუბთან თამაშის სასიამოვნო გამოცდილება გააჩნია, როცა "ნაპოლიში" და ევროპულ ფეხბურთში "ახლადშეჭრილი" იყო. კიდევ ერთხელ, უცვლელად გთავაზობთ 2022 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას. შეგახსენებთ, ქართველი გარემარბი ამ სეზონზე ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს...

ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობები ბოლომდე გააზრებული გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით სრულად მაინც გვიჭირს აღვიქვათ, რომ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია ისეთი კლუბის წინააღმდეგ, როგორიც "ლივერპულია", ერთ-ერთი გამორჩეული იყოს და მაღალი დონის მეტოქეები უშანსოდ დაჩაგროს. ალბათ, სწორედ ამის გამოა,
რომ მატჩამდე ვამბობდით, მისი ვიზავი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ცუდ ფორმაშია და ეს ხვიჩას დამატებით შანსს აძლევსო. ბოლომდე დარწმუნებით შეგვიძლია თქმა - მოწინააღმდეგის დონეს, მომზადებასა თუ კლასს კვარაცხელიასთვის მნიშვნელობა არ აქვს, მას ყველგან შეუძლია მათ თავბრუ დაახვიოს, ფინტები გამოიყენოს, კარგი პასი გააკეთოს და გაიტანოს.

უკვე საქმე იმ კალიბრის მოთამაშესთან გვაქვს, რომელზედაც მოთხოვნაც იმავე "ლივერპულს" არც ისე შორეულ მომავალში გაუჩნდება. ამ ქართველ ბიჭში თანამედროვე ფეხბურთისთვის იმდენად ცოტა სატრანსფერო თანხაა გადახდილი და უმოკლეს დროში ის ძალიან გაზრდილია.

კვარაცხელია სულ სხვა დონეზე ავიდა და როგორც კიდევ უფრო მეტი რესურსი, სამუშაოც ჯერ კიდევ ბევრი აქვს. მიუხედავად ამ დრიბლინგების, დროული პასების, ზუსტი დარტყმის, ართმევების და ფიზიკურად საკმაო სიძლიერისა (ვნახეთ, კორპუსი როგორ გამოიყენა), ჯერ კიდევ მინიმალური შესაძლებლობები აქვს გამოვლენილი და ეს ფაქტი კიდევ უფრო გვახარებს, მით უმეტეს, მისი მსგავსი შრომისმოყვარე და ჟინიანი ადამიანისგან, დიდი მიზნები რომ აქვს.

"კვარას" სულ უნდა, ბურთისგან ხიფათი შექმნას, მის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძვის, გატანაც ძალიან აბედნიერებს, თუმცა თავს უფლებას არ აძლევს, ბურთი არ დათმოს, როცა მის ადგილას ბევრი სხვაგვარად მოიქცეოდა და პასი არ გააკეთოს. ცხოვრების გარკვეული პრინციპი ხომ ესაა, რაც მეტს გასცემ, მეტს დაიბრუნებ და იმ ემოციებს, რაც ჯოვანი სიმეონემ გოლისას მიიღო, ხვიჩა როგორც ისევ მოედანზე, ასევე მის გარეთაც, აუცილებლად უკან მიიღებს და შეისრუტავს. ფეხბურთი მხოლოდ კარის აღება არაა, არამედ ის, რასაც ქართველი გარემარბი აკეთებდა - მან სამი გოლის შექმნას სათავე დაუდო.

Sportall.Ge

ახალი სახეები ასე იბადებიან. ორი დღის წინ ვნახეთ, რომ მოჰამედ სალაჰს არაფერი გამოუვიდა. გავა წლები და ამ მატჩს გაიხსენებენ, როგორც ვარსკვლავის ამონათებას. კვარაცხელიას ამისთვის ყველაფერი აქვს და მალე მისი ისეთი კარიერა უნდა ვიხილოთ, ბევრ აქამდე ნანახს რომ გადაგვიფარავს.

გამოჩენილ ქართველ მწერალს, რევაზ ინანიშვილს აქვს მოთხრობა - "ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა". მის შინაარსს არ ჩავუღრმავდებით, უბრალოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "კვარაც" ძალიან ყოჩაღია, ჩიტივით თავისუფალი და ლაღი. ისიც მზადაა, ყოველგვარ "გრიგალს" გაუძლოს და დიდი ისტორია შექმნას. მას ამხელა მოლოდინების ზურგით ტარება მოუწევს და ეს მარტივი არაა, მაგრამ ჩვენ უკვე  ყოველგვარი ეჭვი უნდა მოვიხსნათ, სადაც შეძლო "ლივერპულთან", შეძლებს სხვა გრანდთანაც!

altხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

alt"ნაპოლი" ამხანაგურებით იწყებს - ხვიჩას შეხვედრა დებიუტთან, მეტი დასვენების დრო და ტრანსფერების მოლოდინი

მკითხველის კომენტარები / 38 /
პსჟ-ში ხვიჩა ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. მისი მეტოქე არა არნოლდი, არამედ ვანდეიკი, კონატე და რობერტსონი იქნებიან სავარაუდოდ. თუ ღმერთმა ინება გაიბრწყინებს, ისეთი პარტნიორები ჰყავს, ბარკოლას, ვიტინიას და დემბელეს სახით.
გიორგი
19:57 03-03-2025
0
საუბედუროდ არსებობენ ხვიჩას ტვინგაყინული ფანები რომლებიც ხვიჩას კრიტიკას აღიქვავენ როგორც ბოღმად და შურად.სინამდვილეში მე პირადად ხვიჩას რუსეთიდან მოყოლებული ვქომაგობ.უბრალოდ გული მწყდება რომ 21 წლის ხვიჩა ბრწყინავდა,მის თამაშებს სიხარულით ველოდებოდით და ახლა 24 წლისა იმ დონეზე ვეღარ თამაშობს.არადა ფეხბურთისთვის უფრო მეტი ყურადღება რომ დაეთმო ახლა შეიძლებოდა იმ ვარსკვლავებს შორის ყოფილიყო რომლებიც ოქროს ბურთის კანდიდატები არიან.მიმაჩნია ჯერ კიდევ აქვს შანსი დაიბრუნოს ნაპოლის პირველი სეზონის ფორმა.
ასე მგონია
19:42 03-03-2025
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული