კახა ჯინჭარაძე ერაყის უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, კახა ჯინჭარაძე ერაყის უმაღლეს ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ჯინჭარაძე გასული მატჩის MVP გახდა, რომელშიც მისმა "ალ კაჰრაბამ" "ნიფტ ალ-შამალი" დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ბოლო პერიოდში ქართველი ლეგიონერის შედეგიანი თამაშის წყალობით "ალ კაჰრაბამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 74:62.

ჯინჭარაძემ თითქმის შეუცვლელად, 39:17 წუთი ითამაშა და 27 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ის შეხვედრის ყველაზე შედეგიანი და შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გახდა და მატჩის შემდეგ დამსახურებული ტიტული ჩაიბარა. კახა ჯინჭარაძე ერაყის უმაღლეს ლიგაში საშუალოდ 38:08
წუთს თამაშობს და ლიგის ერთ-ერთი ლიდერია საშუალოდ მოგროვებუი 31.5 ქულით, 10.6 მოხსნითა და 2.8 შედეგიანი გადაცემით.

რაც შეეხება მის გუნდს, "ალ კაჰრაბა" 5 მოგებითა და 8 მარცხით 6-გუნდიან ჩრდილოეთ დივიზიონში მე-4 ადგილზეა. სამხრეთის დივიზიონში 7 გუნდი თამაშობს. შემდეგ მატჩს ჯინჭარაძის გუნდი 17 დეკემბერს, "გაზ ალ-შამალთან" გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 2 /
მებრძოლი,ჯიგრიანი მოთამაშეა.მიყვარს ესეთი ნაღდი,თავდაუზოგავი სპორტსმენები.წარმატებები კახას!
მერაბი
17 დეკემბერი 2022 18:52
0
ერაყის?!
ტიტუ...
Lasha
17 დეკემბერი 2022 14:02
1

სიახლეები პოპულარული