გუშინ, 3 მარტს ევროლიგის 26-ე ტურში "ვირტუსი" "ფენერბაჰჩეს" ესტუმრა და 32 ქულის სხვაობით 72:104 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ მოედანზე 22.47 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 10 ქულით, 5 მოხსნითა და 5 პასით გამოიჩინა.
ამრიგად, "ვირტუსი" ევროლიგის ცხრილში 12 მოგებითა და 14 წაგებით მე-12 ადგილს იკავებს, სერჯიო სკარიოლოს გუნდი ჩემპიონატში 5 მარტს "ტორტონას" დაუპირისპირდება.
"ფენერბაჰჩე" 16 გამარჯვებითა და 2 მარცხით ევროლიგაში მე-2 ადგილზეა, დიმიტრის იტუდისის გუნდი მორიგ მატჩს 5 მარტს "მანისას" წინააღმდეგ გამართავს.
"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე
თორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს
შენგელიას 18 ქულა 19 წუთში და "ვირტუსი" იტალიის თასის გათამაშების ფინალშია