შენგელიას "ვირტუს ბოლონია" ვალენსიაში ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგაში მორიგი, 33 ტურის მატჩები გაიმართა. თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" ესპანეთში "ვალენსიას" დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა. თანაბარი ბრძოლის სასწორი ბოლო პერიოდში მასპინძელთა მხარეს გადაიხარა, რომლებმაც საბოლოოდ შეხვედრა 79:68 მოიგეს.

თორნიკემ პარკეტზე 24:55 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. "ვალენსიას" შენონ ევანსმა ულიდერა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და 6 პასი გააკეთა.

"ვირტუსი" ევროლიგაში მეოცედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგაში მე-14 ადგილზეა და
პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. "ვირტუსი" ბოლო ტურში "მილანოს" უმასპინძლებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
თოკო გამოცოცხლდი თორემ ასე დაადგები ლიბანის ან ბანგლადეშის გზას.
ეეე
20:28 07-04-2023
1
თოკო დაბრუნდი ბასკონიაში
ბექა
19:54 07-04-2023
2

სიახლეები პოპულარული