თოკოს მაგარი მატჩი და გამარჯვება "სკაფატისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" "სკაფატის" ესტუმრა და 83:81 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 15 ქულით (5/6 საჯარიმო, 5/10 ორქულიანი), 8 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.

თოკოს მსგავსად, დანიელე ჰაკეტისაც 15 ქულა ჰქონდა, მილოშ ტეოდოშიჩს კი - 16.

"ვირტუსი" 21 გამარჯვებითა და 6 წაგებით იტალიის ჩემპიონატში 1-ელ ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 23 აპრილს, "სასარის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული