იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" "ვარესე" 98:82 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა თავი 7 ქულით (3/6), 13 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. გამოსარჩევია თორნიკეს სუპერ ასისტი, რომლის მეშვეობითაც ბოლონიელებმა პირველი 2 ქულა ჩააგდეს.
მარკო ბელინელიმ და მუჰამად ჟაიტემ თანაბარი 16-16 ქულა მიითვალეს.
ამრიგად, "ვირტუსი" 23 გამარჯვებითა და 7 მარცხით მე-2 პოზიცია დაიკავა, ახლა პლეი-ოფის დრო დადგა, სადაც "ბრინდისს" 13 მაისს შეხვდება. სერია 3 მოგებამდეა.