გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის MVP გახდა! იხილეთ გიორგის ემოციები პრიზის მიღების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინი ესპანეთის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გასაკვირი არაა, რომ ქართველი ცენტრი ლიგა ენდესას სეზონის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა.

"ტენერიფეს" კალათბურთელმა ამის შესახებ თვითმფრინავში გაიგო, კუთვნილი პრიზი კი მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა გადასცა. 34 წლის კალათბურთელი მთელმა გუნდმა ტაშით დააჯილდოვა.

გიორგიმ აღნიშნული ტიტული მეორედ მოიპოვა, გამოცდილი მოთამაშე სეზონის MVP-ი პირველად 2020/2021 წლების სეზონში გახდა.

შეგახსენებთ, შერმადინი ლიგა ენდესას ჩემპიონატში საშუალოდ 14.4 ქულას, 5.4 მოხსნასა და 1.2 შედეგიან პასს აგროვებდა.

altშერმადინის 15 ქულა - "ტენერიფემ" ლიგა ენდესა რეგულარული გამარჯვებით დაასრულა, წინ პლეი-ოფია [VIDEO]

altშერმადინის

8 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი მალაგაში

altშერმადინის ლიდერობით "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაო მოიგო

მკითხველის კომენტარები / 24 /
მადლობა ასეთი სიხარულისთვის!!!
ჯონდო
26 მაისი 2023 19:44
0
გილოცავ გიო ჩვენი სიამაყე ხარ !!!
გიორგი
26 მაისი 2023 18:07
0
გილოცავ გიორგი! ესპანეთში საუკეთესობა დიდი წარმატებაა. შენ საქართველოს სახე და სიამაყე ხარ! უფლის წყალობა და წარმატებები არ მოგკლებოდეს!
თენგაბი
26 მაისი 2023 18:51
0
გიო! გილოცავთ ამ დიდ აღიარებას! ეგ ერთი და სხვა მრავალი!
ნონა
26 მაისი 2023 16:56
0
ლეგენდა ხარ გიო!!!გილოცავ საქართველო დამოუკიდებლობის დღე!!!!
საქართველო უპირველესად
26 მაისი 2023 15:28
1
რა მაგარიაააა!!გილოცავ გიო შენ ლეგენდებში ჩაეწერეე!!!!!!
მარი
26 მაისი 2023 15:20
0
მაგარი კაცი! კიდე გვასახელა!
Joseph
26 მაისი 2023 22:56
0
ყველაზე სტაბილური ქართველი სპორტსმენი,ყოველ წელს რაღაც მიღწევა აქვს!!!!
საბა
26 მაისი 2023 16:02
0
ბრწყინვალე, სამაგალითო სპორცმენი, ცოტათი დაუფასებელიც, გაცილებით მეტი ეკუთვნის. მადლობა ამდენი წელი მუყაითი შრომისთვის, ნაკრებშიც ყოველთვის სულ და გულს დებ
ბაჩო
26 მაისი 2023 22:33
1
გენაცვალე ერის სიამაყევ! დიდი შედეგია 2 ჯერ თან ....წარმატებები ჩვენ ლომს
იუვე-10
27 მაისი 2023 00:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული