სერია A-ს ფინალის მეექვსე მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 85:66 დაამარცხა.
პირველი მეოთხედი სტუმრებმა ოთხი ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ მასპინძლები უკეთ გაისარჯნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
სერიაში, რომელიც ოთხ მოგებამდეა, ანგარიში გათანაბრდა (3:3). გამარჯვებული 23 ივნისს მილანში ბოლო შეხვედრაში გაირკვევა.
შენგელიამ თამაში სასტარტოდან დაიწყო და 21 წუთში 10 ქულა (7-დან 5 ორქულიანი), 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
14 ქულით ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ბოლონიელი მარკო ბელინელი იყო.