შენგელია მონაკოში საუკეთესო იყო – ევროლიგაში ქართველების გუნდები შეხვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის მთავარ საკალათბურთო ტურნირზე, ევროლიგაზე ორი ქართველის გუნდი შეხვდა ერთმანეთს. მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკომ“ თორნიკე შენგელიას „ვირტუსს“ უმასპინძლა და 59:83 დამარცხდა.

ბოლონიელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს უპირატესობა (23:15) და მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.

მარკოიშვილი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, ხოლო შენგელია – „ვირტუსის“ ლიდერი. მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე სწორედ თორნიკე გახდა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა. ქართველის სრული სტატისტიკა ასეთი იყო:

26 წუთი, 12 ქულა (4/2 ორქულიანი, 5/2 სამიანი, 2/2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა.

„ვირტუსს“ ევროლიგაზე ორი ტურის
შემდეგ თითო მოგება-წაგება აქვს. მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატში „ტრენტოსთან“ გამართავს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული