შენგელიამ თავის ყოფილ გუნდთან 29:15 წუთში 16 ქულა (10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 27 ქულით თორნიკეს თანაგუნდელი მარკო ბილინელი იყო.
„ვირტუსი“ 10 მოგებით მესამე ადგილზეა და 19 დეკემბერს „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.